პოლიტიკა
03.10.22 13:00
აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებში დღეს აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების განზრახ მკვლელობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ეს არის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული, რომლის წყაროა აზერბაიჯანის მიერ გატარებული სომხების მიმართ სიძულვილის თანმიმდევრული პოლიტიკა,- ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ინციდენტი მიმდინარე წლის 13 სექტემბერს მოხდა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი აგრესიის დროს“.
მისივე ცნობით, „ეს ვიდეო შევა ადამიანის უფლებათა დამცველის საგანგებო ანგარიშში და გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აქტორებს“.
„აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებში დღეს აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების განზრახ მკვლელობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.
ამ დროისთვის ჩვენ დავადგინეთ ვიდეოს ავთენტურობა, ის ახალია, ინციდენტი მიმდინარე წლის 13 სექტემბერს მოხდა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი აგრესიის დროს.
ფაქტს ადასტურებს ტერიტორიის შესწავლა, ამ ვიდეოს გადამოწმება ჩვენს და სხვა მონაცემთა ბაზებში არსებული მსგავსი ვიდეოებთან, ასევე ამინდის პირობების, სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმების, აზერბაიჯანელი სამხედროების მეტყველებისა და სხვა პარამეტრების კომპლექსური შემოწმება.
ეს არის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული, რომლის წყაროა აზერბაიჯანის მიერ გატარებული სომხების მიმართ სიძულვილის თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ვლინდება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, დაწყებული განათლების შინაარსით და ამ ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებებით, რაც ასევე დაფიქსირდა აზერბაიჯანის შესახებ გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ეს ვიდეო, სხვათა შორის, შევა ადამიანის უფლებათა დამცველის საგანგებო ანგარიშში და გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აქტორებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 469
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24