პოლიტიკა

ევროპის საბჭოში დანიშვნის გამო ტალიაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება

03.10.22 15:00


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ქართული ოცნების“ წევრ თამარ ტალიაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

 

ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა. სწორედ ამიტომ მას სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური პოზიცია არის, ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე იქ იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს პროფესიული უნარები და ვუსურვებთ წარმატებას“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მიხედვით, ტალიაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში გრეტა წიწავა ხდება, რომელსაც ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველია.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები