საზოგადოება

გამოძიება დაიწყო მარნეულის სკოლაში ბავშვების მუხლების დაყენების ფაქტზე

03.10.22 17:30


მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირიხლოს სკოლიდან გავრცელებულ ფოტოზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

საუბარია სურათზე, სადაც ჩანს, რომ ბავშვები, სავარაუდოდ, დასჯის მიზნით, დაფასთან მუხლებზე დგანან. შემთხვევა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. როგორც ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

 

რაც შეეხება მასწავლებელს, რახმან მუსაევს, ის ასევე არის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ნეტგაზეთი დილიდან ცდილობს მასთან დაკავშირებას.

 

„როგორც რესურსცენტრისთვის, ასევე სკოლისთვის ამგვარი ქმედება მიუღებელია,“ – აცხადებს ჩვენთან საუბარში მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხანალი გახრამანოვი.


მისივე ინფორმაციით, მასწავლებელმა თავად გადაწყვიტა სკოლიდან წასვლა და ამის შესახებ, დღეს დილას განცხადება უკვე დაწერა – „სკოლამ დაუყონებლივ დააკმაყოფილა ეს განცხადება“.

 

გახრამანოვის ცნობითვე, ეს ასეთი პირველი შემთხვევაა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები