ანალიტიკა

რუსეთში „იმედგაცრუების“ ფონზე, სომეხი ნაციონალისტები არ თმობენ პრეტენზიებს საქართველოს მიმართ

12.11.22 17:00


სომხური ნაციონალისტური ორგანიზაციის „გაერთიანებულ ძალთა ერთობა, სომხური ლაშქრის არმია“ ერთ-ერთმა ლიდერმა რაზდან მადოიანმა ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია Noyan Topan-ის ეთერში აგრესიული და ცრუ ანტიქართული განცხადებები გააკეთა:

 

 

"აჰა ქრისტიანი ქართველები და წმინდა გიორგის ერი. თქვენ იცით, რომ სამოციანი წლების ბოლომდე ადგილობრივ მატარებლებში, დაძვრისთანავე კონდუქტორები ვაგონებს დაივლიდნენ და სომხებს ბოლო ვაგონში მიერეკებოდნენ", - რაზდან მადოიანი აბსოლუტურად ველურ ქსენოფობიურ ტყუილს ამბობს ქართველ ხალხზ. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ წამყვანი მას ეთანხმება ცილისწამებაში "სომხების ბოლო ვაგონში გარეკვასთან" დაკავშირებით.

 

თუმცა, სომეხი ნაციონალისტები, რასაკვირველია არ ახსენებენ ქართველების მიმართ თანატომელების სიძულვილის რეალურ ფაქტებს.  არა „უკანასკნელ ვაგონში შერეკვაზე“, არამედ ეროვნული ნიშნით წამებასა და მკვლელობებზე. ავიწყდებათ აღნიშნონ, რომ ქართველები ყოველთვის გულითადად მასპინძლობდნენ სომეხ ჩამოსახლებულებს თავიანთ მიწაზე, რისთვისაც მიიღეს კიდეც „მადლიერება“ - აფხაზეთში სწორედ სომეხი ბოევიკები ხოცავდნენ ქართველებს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ, განდევნეს ისინი მშობლიური მიწიდან, დაიკავეს მათი სახლები და ბინები და კვლავ უკანონოდ ცხოვრობენ იქ.

 

ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ სომეხ ნაციონალისტების საქართველოს მიმართ სიძულვილი და ქართული მიწების, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის მიტაცების განზრახვა არსად გამქრალა. ისინი საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს „საკუთრებად“ მიიჩნევენ.

 

რაზდან მადოიანთან ინტერვიუ მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ „არცახი“ და „ჯავახკური“ სეპარატიზმი მეზობლების წინააღმდეგ სომხური აგრესიის ერთი გეგმისა და ორი პრაქტიკულად თანაბარ მნიშვნელოვანი მიმართულების ექვივალენტური ნაწილია. ოდესღაც ამ აგრესიის „ჯავახკურმა“ მიმართულებამ დაშნაკთა ყრილობაზე მხოლოდ ერთი ხმით დაუთმო „არცახს“. შემთხვევითი არ არის, რომ რაზდან მადოიანი აზერბაიჯანიდან 44-დღიან ომში სომეხი სამხედროების დამარცხებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ამან გატეხა არა მარტო არცახელი სომხები, არამედ ჯავახეთის სომხობაც“. სომხური აგრესიის გეგმები ხომ იდენტური იყო „არწახსა“ და „ჯავახში“. აქ კი ვისმენთ აღიარებას, რომ აზერბაიჯანის გამარჯვებამ დამპყრობლებზე ისინი გატეხა.

 

რაზდან მადოიანი სომხური სეპარატისტული მოძრაობის "ჯავახკის" დიდი ხნის წევრია. ჯერ კიდევ 2006 წლის გაზაფხულზე იყო ჯავახკის სეპარატისტული საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი, სადაც გამოირჩეოდა სკანდალური და პროვოკაციული განცხადებებით იმის შესახებ, რომ ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზის საბოლოო გაყვანის შემდეგ მის ადგილს სავარაუდოდ თურქი სამხედროები დაიკავებდნენ. მისი თქმით, რეგიონის მცხოვრებლებს უკვე ჰქონდათ „თურქულ ჯართან თანაარსებობის“ სავალალო გამოცდილება 1918-1920 წლებში, როცა თურქული ჯარები ახალციხეში შევიდნენ. „შედეგად ქალაქში თითქმის არ დარჩა სომეხი, თუმცა ქართველი გენერალი ახალქალაქში იმყოფებოდა და თითქოს სიტუაციას აკონტროლებდა. იგივე შეიძლება განმეორდეს დღესაც“, - განაცხადა მაშინ სეპარატისტმა.

 

ამავე დროს, მადოიანმა „ისტორიული აღმოჩენა“ გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ „ჯავახკი“ არასოდეს ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში. ქართულ სახელმწიფოში შედიოდა ქალაქი ახალციხე, ანუ სამცხის პროვინცია. „საქართველოს ახალი ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით, ეს ორი პროვინცია გაერთიანდა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონად იქცა. რაზდან მადოიანი იგივეს იმეორებს სომეხი ნაციონალისტების იგივე აბსოლუტურად ბოდვითი ანტი ისტორიული განცხადებებით, რომ თითქოს, „არცახი“ არასოდეს ყოფილა აზერბაიჯანის შემადგენლობაში."

 

2006 წელს რაზდან მადოიანი იყო რუსეთის მხარდამჭერი და იმედოვნებდა, რომ რუსეთის ფედერაცია შეძლებდა ყარაბაღის სცენარის მიხედვით საქართველოსთვის „ჯავახკის“ წართმევას და სომხეთისთვის „გადაცემას“. მაგრამ გავიდა წლები, მიუხედავად რუსული სამხედრო ბაზის ახალქალაქიდან გაყვანისა, იქ თურქული სამხედრო ბაზები არ გამოჩენილან და მაინც რაზდან მადოიანის სიძულვილი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. მართალია, მას სულ უფრო ნაკლებად ჰქონდა იმედი იმისა, რომ რუსეთი სომხეთს „ჯავახკს დაუბრუნებდა“. ბოლოს ამგვარმა იმედის ნაპერწკალმა 2022 წლის თებერვალში გაიელვა, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ. მაშინ რაზდან მადოიანმა, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა ამ აგრესიას თავისი განცხადებებით და თქვა, რომ ყირიმი და უკრაინის სხვა ტერიტორიები, რომლებზეც აგრესორები აცხადებდნენ პრეტენზიებს, „არასდროს იყო უკრაინული“. თუმცა, რუსეთმა უკრაინაში ზედიზედ რამოდენიმე მარცხი განიცადა.  რაზდან მადოიანი საბოლოოდ იმედგაცრუებული დარჩა რუსეთის დახმარებასთან დაკავშირებით "ჯავახკის" ზონაში და მყისვე მის ყველაზე დაუძინებელ მტრად იქცა. ახლა გამოდის, რომ სწორედ რუსეთია დამნაშავე იმაში, რომ „დიდმა სომხეთმა“ დაკარგა „ჯავახკი და არცახი“, გადასცა რა ეს „სომხური მიწები“ საქართველოსა და აზერბაიჯანს:

 

„სომხური მიწები გადაეცა აზერბაიჯანსა და საქართველოს: თუ „ბევრს იხტუნავებთ, ჩვენ მას წაგართმევთ და დავუბრუნებთ სომხეთს. სომხეთს აკავებდნენ, რადგან „თუ ბევრს იხტუნავებთ, პირველ რიგში თურქები შეგჭამენ და მეორეც, თქვენი ტერიტორიის ნახევარი აზერბაიჯანსა და საქართველოშიაო“, - რაზდან მალოიანი სამხრეთ კავკასიაში საზღვრების მოხაზვის თავის ვერსიას გვთავაზობს. იმავე ტელეკომპანია Noyan Tapan-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთისა და სომხეთის „ალიანსთან“ დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ „ასეთ მოკავშირეს მტრებიც კი არ სჭირდება“.

 

ახლა სომეხი ნაციონალისტები გაცხარებულად ეძებენ ახალ „მოკავშირეებს“, რომლებიც მათთვის აზერბაიჯანულ და ქართულ მიწებს დაიპყრობენ. ისე, რუსეთთან დაკავშირებით, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავისი სამხედრო სისუსტე გამოავლინა უკრაინაში, განიცადა გამანადგურებელი მარცხი ხერსონის მახლობლად და იძულებული გახდა დაეტოვებინა ეს უკრაინული ქალაქი, ისინი იმედგაცრუებულნი დარჩნენ.  აქამდე გამოთქმული მეგობრობისა და „ალიანსის“ შესახებ სიტყვებიდან გადავიდნენ აღმაშფოთებელი სიძულვილის გამოხატულებაზე, რომელიც დღეს გარკვეულწილად აღემატება თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს სიძულვილს. ამის დასტურია ერევანში ბოლო დროს გამართული ჩირაღდნებიანი მსვლელობის სახასიათო ვიდეო, რომელიც მოითხოვდა სომხეთის CSTO-დან გასვლას: 

 

 

„რუსეთის იმპერია სომხების ნომერ პირველი მტერია“, - ამბობს სომეხი ნაციონალისტი, რომელიც მონაწილეობს ანტირუსულ მარშში. ეს არის „უძველესი ხალხის“ „მადლიერება“ იმის გამო, რომ რუსეთმა შეკრიბა სომხები სამხრეთ კავკასიაში, მისცა მათ აზერბაიჯანული და ქართული მიწები, შექმნა მათზე სომხური სახელმწიფოებრიობა, იცავდა და ინახავდა მას ამდენი წლის განმავლობაში. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ მან „თავზე წამოჯდომის“ ნება დართო და დაეკავებინა საკვანძო პოზიციები ბიზნესში, პოლიტიკაში და რუსეთის ფედერაციაში საინფორმაციო სფეროში.

 

ნუთუ მართლა ფიქრობენ სომეხი ნაციონალისტები, რომ ახალი მოკავშირეები, „სომხური მადლიერების“ სამწუხარო მაგალითების დანახვისას რუსეთისადმი, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა სომხებისთვის თავისი ისტორიის მანძილზე სომხების დასახმარებლად, ისეთივე გულუბრყვილონი იქნებიან? და დააკმაყოფილებენ კი ისინი სომეხი ნაციონალისტების ყველა ველურ პრეტენზიას უცხო მიწებზე?

 

 

 

გრიგოლ გიორგაძე

წაკითხულია : 613


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები