საზოგადოება

სამართალდამცავებმა 13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის მამაკაცი დააკავეს

22.11.22 18:00


სამართალდამცავებმა 13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის მამაკაცი დააკავეს.

 

აღნიშნული პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

 

არსებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი არასრულწლოვნის ნათესავია.

 

შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები