პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან უნდა იყოს წარმატებული ბევრი მიმართულებით და ჩვენ ამას ვხედავთ

23.11.22 14:00


შევხვდით ევროპარლამენტის წევრებს და მათთან საუბარს ვაგრძელებთ, ვიცით, რომ მზადდება ანგარიში ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ და ველოდებით დოკუმენტს. ვხედავთ მცდელობებს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომ აღნიშნული ანგარიშიც გამოიყენონ კონკრეტული პოლიტიკური გზავნილებისთვის, რაც მიმართულია იმ პროცესის საწინააღმდეგოდ, რასაც ჰქვია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება., - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სტრასბურგში ვიზიტით იმყოფება.

 

„მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში ჩვენი მხრიდან მოისმინონ საქართველოს პოზიციები, ხელისუფლების ხედვა. ძალიან რთულია წინასწარ თქვა და განსაზღვრო, თუ როგორი იქნება დოკუმენტის საბოლოო სახე. ვხედავთ ძალიან კოორდინირებულ მცდელობებს აღნიშნულ ტექსტთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან უნდა იყოს წარმატებული ბევრი მიმართულებით და ამას ჩვენ ვხედავთ. ჩვენ ვაგრძელებთ კომისიასთან აქტიურად თანამშრომლობას და განვახორციელებთ იმ რეფორმებს, რაც რეალურად დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

საპარლამენტო დელეგაცია საფრანგეთშია. მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ჩიქროვანი სტრასბურგში შეხვედრებს მართავენ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები