მსოფლიო

სომხეთში სამიტის პარალელურად ОДКБ-დან გამოსვლას ითხოვენ

23.11.22 14:20


სომხეთის დედაქალაქ ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუს. ОДКБ) სამიტი პროტესტის ფონზე იმართება.

 

გუშინ ღამით ერევნისთვის შედარებით მცირე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ორგანიზაციიდან ქვეყნის გამოსვლა მოითხოვეს.

 

სამიტზე დასასწრებად რუსეთის ფედერაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩავიდა.

 

ორგანიზაცია, რომლის წესდების თანახმადაც ერთ წევრზე თავდასხმა ყველა სხვა წევრზე თავდასხმად აღიქმება, სომხეთთან ერთად რუსეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს აერთიანებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას არაერთხელ მიმართა ოფიციალურად სომხეთმა, რომ მას რეაგირება მოეხდინა სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტისას, სომხური მხარის თანახმად, სომხური ტერიტორიების ოკუპაციაზე, ОДКБ ნეიტრალობას ინარჩუნებს.

 

ეს ფაქტი სომხეთში მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანებას იწვევს, რის გამოც ორგანიზაციის დატოვებას ითხოვენ.

 

ОДКБ-ს კიდევ ორი წევრი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი პერიოდულად ერთმანეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ სასაზღვრო დაპირისპირებებში ერთვებიან, რაც ათობით დაღუპულითა და დაშავებულით სრულდება.

 

ОДКБ – ნატოს რუსული ალტერნატივა, რომელიც არ მუშაობს.

 

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები