ეკონომიკა
23.11.22 17:30
ქართველების ყველაზე ძლიერი მხარე არის სტუმარ-მასპინძლობა, სწორედ ესაა მთავარი თემა და აქცენტი, რაც ITB Berlin-ის გამოფენის მსვლელობისას გვექნება წარმოჩენილი, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომლის დროსაც წარმოდგენილი იყო საქართველოს კონცეფცია, როგორც ITB Berlin 2023 გამოფენის მასპინძელი სახელმწიფოს, და ქვეყნის ტურიზმის ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყოს ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანა.
„ყველას ნათლად გვესმის, რომ გლობალურ ასპარეზზე წარმოჩენასთან ერთად აღნიშნული მისცემს ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას შემდგომი განვითარების ღირებულ შესაძლებლობას. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რასაც ITB Berlin-ი გვაძლევს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მან მოუწოდა საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის, რათა საქართველოს მასპინძლობა მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე იქცეს დასამახსოვრებელ მოვლენად საერთაშორისო მასშტაბით.
„დარწმუნებული ვარ, რომ ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი მდიდარი კულტურის, ბუნებისა და ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად გაზიარებას და ამავდროულად, ხელს შეუწყობს მრავალი საინტერესო თანამშრომლობის გაღრმავებას. მჯერა, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს ჩვენს სტუმარმასპინძლობას. სწორედ ამ კონცეფციით მომზადდა ახალი ვიდეორგოლი სახელწოდებით — „სტუმარი“. ამ ვიდეორგოლს, რა თქმა უნდა, ITB Berlin-პლატფორმაზეც გამოვიყენებთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ყველა ერთად, ბევრი სტუმრის მასპინძლები ვიქნებით ჩვენს უნიკალურ ქვეყანაში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მისცემს პირდაპირ წვდომას მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებთან და მიზნობრივ ბაზრებთან, 37 მლნ ევროს ღირებულების მედია დაფარვას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ამით მიეცემა შესაძლებლობა, საკუთარი ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200-ათასიან აუდიტორიას, მათ შორის 100 ათას ბიზნესვიზიტორს და გამოფენის მრავალმილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოფენის მსვლელობისას საქართველოს ექნება მთავარ პავილიონში 705 კვ.მ. ფართობის სტენდი, რაც ქვეყანას უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით ტურისტული კომპანიის წარდგენის შესაძლებლობას მისცემს. მან მოუწოდა სექტორს თანამშრომლობისთვის, რათა საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად იყოს წარმოჩენილი და ქვეყანამ სრულად მიიღოს ის სარგებელი, რასაც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი იძლევა.
პრეზენტაციის შემდეგ საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის შესახებ ახალი საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24