პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

24.11.22 10:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ მარიჩელ ბატეტს შეხვდა.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს ესპანეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ამ საკითხზე მიღებულ რეზოლუციას გაუსვა.

 

მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე, მათ შორის, სექტორულ კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის. ამ კონტექსტში პოზიტიურად შეაფასეს 2022 წლის ივლისში ესპანეთის წარმომადგენელთა კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში.

 

„მხარეები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გასული 30 წლის განმავლობაში თანამშრომლობის მზარდ დინამიკას მიესალმნენ.

 

საუბარი ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას, შავი ზღვის რეგიონის და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხო.

 

შალვა პაპუაშვილმა ესპანელ კოლეგას საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროგრესი გააცნო.

 

მარიჩელ ბატეტმა აღნიშნა, რომ ესპანეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

 

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები