პოლიტიკა
24.11.22 10:40
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ახლად დანიშნულ ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს უმასპინძლა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საუბრისას მინისტრმა ელჩს ახალი თანამდებობა მიულოცა, წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში და განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები გააცნო.
„მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის კონკურსებში ახალგაზრდა მეცნიერების მონაწილეობაზე. მისი თქმით, 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებაზე ბრიუსელში, საზეიმო ვითარებაში მოეწერა ხელი. შედეგად, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
მიხეილ ჩხენკელმა ბულგარეთის ელჩს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. უნივერსიტეტის კარი ღიაა ბულგარელი სტუდენტებისთვისაც.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.
შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან.
მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ბულგარელ მეცნიერებსაც ექნებათ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.
თავის მხრივ, ბულგარეთის ელჩმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტს და ამ მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0005.12.23
-
17:4005.12.23
-
17:2005.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
17:0005.12.23
-
16:4005.12.23
-
16:2005.12.23
-
16:0005.12.23
-
15:4005.12.23
-
14:3005.12.23
-
14:0505.12.23
-
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა
12:4505.12.23
-
12:2005.12.23
-
ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს
12:0005.12.23
-
11:2505.12.23
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
11:0005.12.23
-
ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს
10:4005.12.23
-
„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
10:2005.12.23
-
10:0005.12.23
-
23:0004.12.23
-
18:0504.12.23
-
17:3504.12.23
-
16:5004.12.23
-
16:2004.12.23
-
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
15:3004.12.23
-
15:1004.12.23
-
5 დეკემბერს თბილისში უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ჩამოვა
14:4004.12.23
-
ლევან ხაბეიშვილი - მზად ვარ, ჩემზე ყველანაირი დარტყმა ავიღო!
14:1504.12.23
-
5-7 დეკემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
13:4004.12.23
-
13:1004.12.23
-
12:4004.12.23
-
საქსტატი: 2023 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1% შეადგინა
12:2004.12.23
-
12:0004.12.23
-
გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა ენმ დატოვეს
11:4004.12.23
-
გიორგი ვოლსკი: კომიტეტებში მუშაობა ყველასთვის აუცილებელია, თუ გვინდა, რომ რეკომენდაციები შევასრულოთ
11:2004.12.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ლევან ხაბეიშვილი აშშ-ში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს
11:0004.12.23
-
10:4004.12.23