პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და ეს გადამწყვეტია ჩვენი ევროპული მომავლისთვის

24.11.22 11:00


საქართველოსა და ესპანეთს შორის ძალიან მნიშვნელოვან და მაღალ დონეზეა ურთიერთობები და ეს გადამწყვეტია ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი საპარლამენტო კავშირებით ვიყოთ მუდმივად კონტაქტზე ჩვენს კოლეგებთან. ვაპირებთ, მათ მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია, მათ შორის, 12 პუნქტთან დაკავშირებულ პროგრესზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ესპანეთის პარლამენტის კონგრესში. მისივე თქმით, შეხვედრებზე ესპანეთის მხარე საქართველოს ევროპული მომავლის ღია მხარდაჭერას გამოხატავს.

 

„დღეს შეხვედრები გვქონდა კონგრესში. ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, ასევე კონგრესის პრეზიდენტთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან და თავმჯდომარეებთან. ყველა ეს შეხვედრა არის დატვირთული ერთი თემით - ეს არის საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობა. ეს არის მთლიანად ესპანეთის პარლამენტის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ჩვენ ეს პოზიტიურ განწყობაზე გვაყენებს, იქიდან გამომდინარე, რომ ესპანეთს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროკავშირში.

 

გარდა ამისა, ესპანეთი მომავალ წელს გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ, რომ სენატმა, ახლახან მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირს, რომ გაწევრიანების გზაზე მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ. ასეთივე მხარდაჭერა გვაქვს კონგრესისგან. აღსანიშნავია, რომ სენატის დელეგაცია გვეწვევა იანვარში საქართველოში და ექნება შესაძლებლობა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდეს საუბარი",-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები