პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი ვენეციის კომისიასა და უკრაინის კანონზე კომენტარს არ აკეთებს

24.11.22 14:40


ევროკავშირის ელჩი ვენეციის კომისიასა და უკრაინის კანონზე კომენტარს არ აკეთებს. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ვენეციის კომისია სხვა ორგანიზაციაა და იქ მიმდინარე პროცესებზე ვერაფერს იტყვის, თუმცა ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. პაველ ჰერჩინსკი ასევე ამბობს, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი იქნება პროცესი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება.

 

„ძალიან მოკლედ ავხსნი, რა განსხვავება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის საბჭოს შორის. ევროსაბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პარიზშია დაფუძნებული და 46 წევრი ჰყავს, საქართველო ევროსაბჭოს ერთ-ერთი წევრია. ვენეციის კომისია ევროსაბჭოს სტრუქტურული ნაწილია. ევროკავშირის საბჭო კი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ბრიუსელში 27 წევრი სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული. საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ ჯერ წევრი არ არის. მე ევროკავშირის ელჩი ვარ და წარმოვადგენ ევროკავშირს. ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს იმ თემებზე საუბრისას, რომელიც სხვა ორგანიზაციას, იქ მიმდინარე პროცესებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხება. თუ ნებას მომცემთ, უკომენტაროდ დავტოვებ იმას, რა ხდება ევროსაბჭოში და მოხარული ვიქნები ნებისმიერ საკითხზე საუბრის, რაც ევროკავშირის საბჭოს კონტექსტს ეხება“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები