პოლიტიკა

გივი მიქანაძემ ესტონეთის პარლამენტში ოფიციალური შეხვედრები გამართა

24.11.22 18:00


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, გივი მიქანაძემ ვიზიტის ფარგლებში, ტალინში ოფიციალური შეხვედრები გამართა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გივი მიქანაძე ესტონეთის პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე რავიო ტამს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენნ ეესმაას, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ინდრეკ საარს და ესტონეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ მარია ჯუფერევა-სკურატოვსკის შეხვდა.

 

„შეხვედრებზე საუბარი საქართველოს პარლამენტში 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობას შეეხო. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

 

ესტონელმა პარლამენტარებმა, ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა ერთხმად დაადასტურეს და მზაობა გამოხატეს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერა ყოველმხრივ გაუწიონ.

 

გივი მიქანაძემ შეხვედრა ასევე, გამართა ადგილობრივ არასამთავრობო და „თინქ-თენქ“ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები