ანალიტიკა

ფაშინიანი რუსეთს CSTO-ს დაშლით აშანტაჟებს

25.11.22 13:00


სომხეთის ამჟამინდელმა პროდასავლურმა მთავრობამ, ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, 44-დღიან ომამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო რუსეთის შანტაჟი CSTO-ს ბლოკის დაშლითა და ქმედუუნარობით. 2018 წელს, სომხეთის ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლის შემდეგ, CSTO-ს გენერალური მდივანი იური ხაჩატუროვი დააკავეს. მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უშუალო ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს იური ხაჩატუროვი გირაოთი, მაგრამ მაშინ ფაქტობრივად, CSTO-ს მთავარი ფიგურა მძევლად აღმოჩნდა ფაშინიანის ხელში, მით უმეტეს, რომ ხაჩატუროვს არ შეეძლო სომხეთის დატოვება, თუნდაც CSTO-სთან დაკავშირებული საქმეების გამო. CSTO-ს მუშაობის განბლოკვა მხოლოდ 2020 წლის დასაწყისიდან გახდა შესაძლებელი, მას შემდეგ რაც იური ხაჩატუროვის ნაცვლად ბელორუსი სტანისლავ ზასი გახდა მდივანი.

 

ფაშინიანი CSTO-სგან მოითხოვდა, რომ ბლოკს სომხეთისთვის ებრძოლა აზერბაიჯანის წინააღმდეგ იმავე 44-დღიან ომში და ამავე დროს, ასრულებდა თავისი დასავლური გეოპოლიტიკური „ბატონების“ „ბრძანებებსს“. სხვაგვარად როგორ შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ სწორედ ფაშინიანის ინიციატივით მოხდა CSTO-ს კონტიგენტის ყაზახეთში შესვლა და მანვე დაიჟინა, რომ იქ სომხებიც ყოფილიყვნენ, სომხური ლობი კი აშკარად უკმაყოფილო იყო ყაზახეთის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ყოფნის სწრაფი შეზღუდვით. რამ გამოიწვია ფაშინიანის მაშინდელი დაინტერესება ყაზახეთით, ძნელი სათქმელია. მაგრამ ის, რომ მის ფრანგ „მეგობრებს“ ეს ინტერესი აქვთ, ეჭვგარეშეა. საფრანგეთი არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ოპერატორი ბირთვული ენერგიისა და ბირთვული საწვავით ვაჭრობის სფეროში და დაინტერესებულია ყაზახეთის ურანის საბადოებით.

 

უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ, სადაც რუსეთი საფუძვლიანად იყო „ჩაეფლო“ ომში, ფაშინიანი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობდა რუსეთს კვლავ შეესრულებინა CSTO-ს ფარგლებში „მოკავშირეობრივი ვალდებულებები“ სამხედრო პროვოკაციებით (არსებითად, რუსეთის ფედერაციისთვის „მეორე ფრონტის“ ორგანიზებით). როდესაც ეს არ გამოვიდა, მან გადაწყვიტა "კარგი მსახურებით თავი გამოეჩინა" დასავლეთელი ბატონების წინაშე, განსაკუთრებით CSTO ბლოკის დაჩქარებული შიგნიდან ნგრევით, რაც ცალსახად ურტყამს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სამშვიდობო პროცესს სამხრეთ კავკასიაში, სადაც ახალი „მოთამაშეების“ ჩართვა მხოლოდ აჭიანურებს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას და კომუნიკაციების განბლოკვას.

 

ერევანში, როგორც CSTO-ს სამიტის „მასპინძელმა“, ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა CSTO-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს (CSC) დეკლარაციის პროექტზე და სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ პროექტზე. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, კერძოდ ფაშინიანმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები „მკაფიოდ არ იძლევა აზერბაიჯანის ქმედებების პოლიტიკურ შეფასებას“, რაც მისი აზრით, „აგრესიაა სომხეთის წინააღმდეგ“. ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ასეთი შეფასების არარსებობა ქმნის აზერბაიჯანული მხარის ახალი შეტევითი ქმედებების შესაძლებლობას.

 

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ერევანი "CSTO-სგან  მოელის, რომ განახორციელოს პოლიტიკური და დიპლომატიური მუშაობა აზერბაიჯანთან სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის მიზნით". ანუ  ფაშინიანს სურს CSTO-მ მოუწოდოს აზერბაიჯანს, რომ სომხეთს მისცეს თავისი სასაზღვრო ტერიტორიები, რომლებსაც სომეხი ნაციონალისტები „სომხურად“ თვლიან.

 

ამგვარად, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დასვა საკითხი არსებითად ულტიმატუმით: „ან CSTO იბრძვის სომხეთისთვის აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ან იწყებს ორგანიზაციის დაშლას შიგნიდან“.

 

შემთხვევითი არ არის, რომ ტელეგრამ-არხმა "General SVR"-მა ერევანში CSTO-ს სამიტის შემდეგ საინტერესო ინსაიდერული ინფორმაცია გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც მონაწილეობდა CSTO-ს წევრი ქვეყნების მეთაურთა ერევნის შეხვედრაში, ამ სამხედრო ბლოკის ფორმალური სახით შენარჩუნების ამოცანა დასახა 2023 წლის ნოემბრამდე მაინც. სწორედ ასეთი თხოვნით მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ყაზახეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს. ვლადიმერ პუტინმა სთხოვა ყაზახეთისა და სომხეთის ლიდერებს, არ შეაჩერონ CSTO-ში წევრობა მომავალი წლის ნოემბრამდე. ტოკაევმა პირობა დადო, რომ პუტინის თხოვნებს „დაფიქრდება“ და „გაითვალისწინებს“, ფაშინიანმა კი რუსეთის პრეზიდენტის თხოვნები უპასუხოდ დატოვა.

 

იმავდროულად, ერევანში CSTO-ს სამიტი პუტინისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პოლიტიკური მოვლენა იყო 2022 წელს. კრემლმა კარგად იცის ყაზახეთისა და სომხეთის ლიდერების სურვილი, დატოვონ CSTO, და რაც მალე, მით უკეთესი. მეტიც, CSTO-ში რუსეთის ფედერაციის „მოკავშირეები“ იწყებენ უკრაინის ომში რუსეთის დამარცხების გარდაუვალობის გააზრებას, რაც ავტომატურად წყვეტს ორგანიზაციის არსებობის ნებისმიერ პერსპექტივას. უფრო მეტიც, CSTO-ს სამიტი დაემთხვა ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას, რომელიც აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად და არავის სურს იყოს იმავე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოში, რომელსაც ასეთი საეჭვო სტატუსი აქვს.

 

 ყოველ შემთხვევაში, სომხეთის გარდა, სხვა ქვეყნები არ აჩქარებენ CSTO-ს დაშლას შიგნიდან, არ აყენებენ მკაცრად მეზობლებთან პრეტენზიების დაკმაყოფილების საკითხს, იმუქრებიან რა ორგანიზაციის დატოვებით. ეს საკითხი სულ უფრო მწვავედ დგება სომხეთში, სადაც აშკარად ფაშინიანის წინადადებით, ეწყობა ათასობით ანტირუსული დემონსტრაცია სომხეთის CSTO-დან გასვლის მოთხოვნით.

 

ნათელია, რომ ფაშინიანის მთავრობა რუსეთს და CSTO-ს სამხრეთ კავკასიიდან იმისათვის ნამდვილად არ აძევებს, რომ სწრაფად „შეურიგდეს“ მეზობლებს. პირიქით, სომხეთს სურს კონფლიქტში „ახალი გარე ძალების“ ჩართვა. ფაქტობრივად, ფაშინიანი მუშაობს რეგიონში რუსული სამხედრო ყოფნის საფრანგეთით ჩანაცვლებაზე, რაც უკიდურესად საშიშია რეგიონული სტაბილურობისთვის, ვინაიდან საფრანგეთი უკვე ხელოვნურად ქმნის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში „დაძაბულობის ზონებს“ და მისთვის წამგებიანია სწრაფი დაზავება და რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვა.

 

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები