პოლიტიკა
01.12.22 16:00
საქართველოში ვიზიტით ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
„მან ამერიკულ მხარეს და უშუალოდ აშშ-ის ევროპულ სარდლობას თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარების, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ქართველი სამხედროების მომზადების პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ გაფორმებულ ინიციატივაზე და შეკავების, წინააღმდეგობისა და მედეგობის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაზრდილ საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს.
დღესვე, გენერალი კრისტოფერ კავოლი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლი კიდევ ერთხელ აღნიშნეს და საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 433
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
18:0006.02.23
-
17:4006.02.23
-
კახი კახიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
17:2006.02.23
-
17:0006.02.23
-
ახლა გულის გატეხვის კი არა, გაბრაზების დროა – სააკაშვილი
16:4006.02.23
-
16:2006.02.23
-
16:0006.02.23
-
15:3006.02.23
-
15:0006.02.23
-
14:3006.02.23
-
პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება
14:0006.02.23
-
ირანი ხელოვნურ „ერთეროვნულობამდე“ მიჰყავთ
13:3006.02.23
-
საქართველო ასეთ რთულ დროს თურქი ხალხის გვერდით დგას - სალომე ზურაბიშვილი
13:0006.02.23
-
12:3006.02.23
-
თურქეთში ქართველების დაშავებაზე შეტყობინება არ მიგვიღია – საგარეო
12:0006.02.23
-
უარს ვამბობ ვიყო დღევანდელი „ყრილობის“ მიერ დამტკიცებული „პოლიტიკური საბჭოს“ წევრი - აკო მინაშვილი
11:4006.02.23
-
11:2006.02.23
-
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 110-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა
11:0006.02.23
-
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ
10:4006.02.23
-
დღეს, 17:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება
10:2006.02.23
-
მთავრობამ პარლამენტს „თავდაცვის კოდექსი“ წარუდგინა
10:0006.02.23
-
18:0003.02.23
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი Crowdfunding Association of Georgia-ს ბორდის წევრი გახდა
17:4003.02.23
-
17:2003.02.23
-
17:0003.02.23
-
16:4003.02.23
-
აშშ-მა საქართველოს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა
16:2003.02.23
-
16:0003.02.23
-
სურდათ, პაოლოს შემოქმედება ვინმე ელენე ბაქრაძისთვის მიეწერათ, რაც აღვკვეთეთ — წულუკიანი
15:2003.02.23
-
15:0003.02.23
-
14:3003.02.23
-
14:0003.02.23
-
13:4003.02.23
-
პოლიციამ შიდა ქართლში 7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ნათესავი დააკავა
13:2003.02.23
-
ჯუანშერ ბურჭულაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა
13:0003.02.23
-
12:3003.02.23