ლავროვ-კალანტაროვმა ყარაბაღის სომხებს მოუწოდა დაკმაყოფილდნენ აზერბაიჯანის მოქალაქეობის „სტატუსით“

02.12.22 11:20


მსოფლიოში ცოტას თუ გამოუჩენია იმდენი ძალისხმევა სომხეთის მიერ აზერბაიჯანული ყარაბაღის ოკუპაციის „ლეგიტიმაციისთვის“, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომლის ნამდვილი გვარია კალანტაროვი. სწორედ მან შეინარჩუნა აზერბაიჯანის მიწებზე სეპარატისტული „არცახის“ ე.წ. „სტატუსი“. სწორედ „სტატუსების“ და „სომხური სახელმწიფოს ახალი მიწების“-თვის,  მან და რუსეთის ფედერაციაში სომხური ლობის სხვა წარმომადგენლებმა რუსეთი ჩაითრიეს, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიასა და აფხაზეთის და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" „დამოუკიდებლობის“ აღიარებით სისხლიან ავანტიურაში ჩაიყვანეს.

 

 უფრო მეტიც, სომხურმა ლობიმ და იგივე ლავროვ-კალანტაროვმა, ფაქტობრივად ხელი შეუწყო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას, რომელიც მართლაც დაიწყო უკრაინული ყირიმის ანექსიით და უკრაინულ დონბასში სეპარატისტული წარმონაქმნების „სტატუსისთვის“ ბრძოლით - ე.ი. ისევ სეპარატიზმის პრეცედენტები.

 

ახლა კი მთელი ეს ძალისხმევა ყარაბაღში უშედეგოა. "არცახის" სეპარატისტულმა პროექტმა სრული ფიასკო განიცადა. ყარაბაღის სომხების რაიმე „სტატუსზე“ საუბარიც კი არ არის, გარდა აზერბაიჯანის მოქალაქის სტატუსისა (მათთვის, ვისაც ისეთი მოქალაქეობის უფლება და სურვილი აქვს, როგორც აზერბაიჯანის მკვიდრს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ).  ეს ოფიციალურად აღიარა იმავე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერეი ლავროვ-კალანტაროვმა 2022 წლის 1 დეკემბერს თავის პრესკონფერენციაზე.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, აქედან გამომდინარეობს, რომ ბაქო მზადაა მიანიჭოს ყარაბაღის სომხებს ის უფლებები, რაც აზერბაიჯანის სხვა მოქალაქეებს აქვთ და სომხეთის ხელმძღვანელობა იძულებულია დათანხმდეს ამ „მაქსიმუმზე“, რაც მას შეუძლია მიიღოს.

 

„აზერბაიჯანული მხარე მზად არის განიხილოს მათთვის ყველა იმ უფლების მინიჭების გარანტია, რაც აზერბაიჯანის სხვა მოქალაქეებს აქვთ. ტყუილად კი არ საუბრობს სომხეთის ხელმძღვანელობა ბოლო დროს  არა იმდენად სტატუსზე, არამედ ყარაბაღში სომეხი მოსახლეობის უფლებების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე“, - აღნიშნა სერგეი ლავროვ-კალანტაროვმა.

 

საინტერესოა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა, როგორც ერთადერთი შესაძლო ვარიანტი, რაზეც სომხეთი უნდა დაეთანხმოს, სანამ გვიანი არ არის. მას არც კი უხსენებია ცნობილი „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება“, რომლისკენაც მოწოდება ასე ძალიან მოსწონთ სომეხ ნაციონალისტებსა და „არცახელ“ სეპარატისტებს.

 

სერგეი ლავროვმა ასევე ნათლად აჩვენა ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ დღევანდელი პირობები, რომლებზეც სომხური მხარე იძულებულია დათანხმდეს, ბევრად უარესია იმ პირობებთან შედარებით, რომელთა მოპოვება "შევაჭრებით" შეეძლო მოეპოვებინა აზერბაიჯანული მიწების ნებაყოფლობით და მშვიდობიან დეოკუპაციაზე დათანხმებით.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვების თანახმად, ჯერ კიდევ 2012 წელს რუსეთი გამოვიდა წინადადებებით ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და თუ მათი მიღების შემთხვევაში, „ყარაბაღის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დაიხურებოდა“.

 

„ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდიდან გაჩნდა კონცეფცია ყარაბაღის სტატუსის სამომავლოდ გადადების შესახებ. კონცეფცია იყო ძალიან მარტივი: სომხები ტოვებენ ყარაბაღის ირგვლივ ხუთ აზერბაიჯანულ რეგიონს, იტოვებენ ორ რეგიონს, რომელიც აკავშირებს სომხეთს ყარაბაღთან და ამ ორი რეგიონის ბედი, რომელიც ნამდვილად აზერბაიჯანულია და ამის შესახებ არავინ დაობს, ყარაბაღის სტატუსის დადგენასთან ერთად განისაზღვრება, დროში გაწელილად. სწორედ მაშინ გაჩნდა პირველად ცნება სტატუსის განსაზღვრის საკითხის შემდეგისთვის გადატანის შესახებ. ეს "შემდეგ" კი  გამიზნული იყო შემდეგი თაობებისთვის, ფიგურალურად რომ ვთქვათ.

 

შემდეგ კი იყო ომი 2020 წლის შემოდგომაზე, ის შეჩერდა წინასწარი კონტაქტების ეტაპზე, როდესაც მზადდებოდა სამმხრივი განცხადებები, სამი სამმხრივი სამიტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მონაწილეობით - ორი მოსკოვში, ერთი სოჭში. შემდეგ ასევე ისაუბრეს პოლიტიკური პროცესის როგორმე დაწყების აუცილებლობაზე და გააზრებული იყო, რომ ყარაბაღის სტატუსის გადადება სამომავლოდაც  შეიძლებოდა.  აქედან გამომდინარე, რუსეთმა ჩამოაყალიბა სამშვიდობო ხელშეკრულების საკუთარი ვერსია, რომელიც მხარეებს გაზაფხულზე გადასცეს და ეს ფრაზა მასში ჩართული იყო.  სხვათა შორის, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს თითქმის ყველაფერს, მაგრამ სტატუსის საკითხი შემდგომში დამატებით უნდა დამუშავდეს.  ოქტომბრის ბოლოს სოჭში გამართულ შეხვედრაზე გვინდოდა ამ საკითხს დავბრუნებოდით და გაგვეგო თუ რამდენად არიან ჩვენი პარტნიორები მზად იმოქმედონ ამ ჯენტლმენური გაგების საფუძველზე - მოაგვარონ ყველა საკითხი და ყარაბაღის სტატუსი სამომავლოდ გადადონ. მაგრამ როდესაც პრეზიდენტი ალიევი და პრემიერ მინისტრი ფაშინიანი სოჭში ჩავიდნენ, მათ პრაღიდან იგივე დოკუმენტი ჩამოიტანეს, სადაც ნათქვამია, რომ მათ სურთ ხელი მოაწერონ სამშვიდობო ხელშეკრულებას გაეროს წესდებისა და ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე.

 

ალმა-ატას დეკლარაციაში კი დსთ-ს შექმნის შესახებ ნათლად წერია, რომ ახალ სახელმწიფოებს შორის საზღვრები დაფუძნებული იქნება ყოფილი სსრკ-ს საკავშირო რესპუბლიკებს შორის საზღვრებზე, სადაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი აშკარად აზერბაიჯანის სსრ-ს ნაწილია.  როცა ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი სომეხი კოლეგები გვეუბნებიან, რომ "დაე, რუსეთის ფედერაციამ დაადასტუროს თავისი წინადადებები ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით", თქვენ თვითონ გესმით, რომ ეს ცოტათი არა მოლაპარაკების ოპერიდან, არამედ სხვა ოპერიდანაა" - განაცხადა ლავროვ-კალანტაროვმა,  რომელიც ცდილობდა ერევნელი პოლიტიკოსებისთვის გადაბრალებას და მათი იმედების დასავლეთელ შუამავლებზე გადამისამართებას, რადგან სეპარატისტული „არცახის“ „სტატუსის“ საკითხი საბოლოოდ დასამარებულია.

 

თუმცა, ნებისმიერ შუამავალთან, 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანი ფუნდამენტურად არ აწარმოებს მოლაპარაკებებს რაიმე „სტატუსზე“ მის ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული ფორმირებების შესახებ. "მატარებელმა ჩაიარა". სომხურ მხარეს აზერბაიჯანული მიწების დეოკუპაციაზე წასვლა ნებაყოფლობით და ბევრად ადრე მოუწია. ახლა კი იგივე ლავროვ-კალანტაროვის ყველა მცდელობა სეპარატისტული „პრეცედენტების“ შესაქმნელად განულდა.

 

მართალია, სომხურ ლობს კიდევ ერთი სეპარატისტული პროექტი აქვს უცხო ტერიტორიაზე, რაზეც ისინი ყველაზე ბოლოს იტყვიან უარს. საუბარია სეპარატისტულ აფხაზეთზე, სადაც რუსი ოკუპანტის საფარქვეშ, საქართველოს ამ ტერიტორიებზე სწრაფად იქმნება „ზღვისპირა სომხეთი“. მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ როგორ კარგავს რუსეთი ძალას და საერთაშორისო პოზიციებს, აქ მას მოუწევს დაუბრუნდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მიერ ნახსენები „ყოფილი სსრკ-ის საკავშირო რესპუბლიკებს შორის საზღვრების“ ფარგლებში, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

 

 

ალექსანდრე გედევანიშვილი

წაკითხულია : 622


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები