პოლიტიკა
06.12.22 16:00
„სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მოწოდებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას უკრაინის მიმართ, რომ თითქოს ვინემ ცდილობს, საქართველო ომში ჩართოს. ამის შესახებ „საქართველოს პირველი არხი“ წერს.
„ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით. უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი საბრძოლო მასალა და ტექნიკა, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით და მოგვაწოდა მოძველებული იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა შენახვის ვადა უახლოვდება გამოყენების ზღვარს და მოითხოვდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს.
უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ენერგეტიკის სისტემის აღდგენაში, გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისა და სკოლებისთვის. კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიანთ განზრახვაში, მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას თხოვნით და სამწუხაროდ, დადებითი პასუხი დღემდე არ მიგვიღია“, - განაცხადა კასიანოვმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
18:0006.02.23
-
17:4006.02.23
-
კახი კახიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
17:2006.02.23
-
17:0006.02.23
-
ახლა გულის გატეხვის კი არა, გაბრაზების დროა – სააკაშვილი
16:4006.02.23
-
16:2006.02.23
-
16:0006.02.23
-
15:3006.02.23
-
15:0006.02.23
-
14:3006.02.23
-
პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება
14:0006.02.23
-
ირანი ხელოვნურ „ერთეროვნულობამდე“ მიჰყავთ
13:3006.02.23
-
საქართველო ასეთ რთულ დროს თურქი ხალხის გვერდით დგას - სალომე ზურაბიშვილი
13:0006.02.23
-
12:3006.02.23
-
თურქეთში ქართველების დაშავებაზე შეტყობინება არ მიგვიღია – საგარეო
12:0006.02.23
-
უარს ვამბობ ვიყო დღევანდელი „ყრილობის“ მიერ დამტკიცებული „პოლიტიკური საბჭოს“ წევრი - აკო მინაშვილი
11:4006.02.23
-
11:2006.02.23
-
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 110-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა
11:0006.02.23
-
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ
10:4006.02.23
-
დღეს, 17:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება
10:2006.02.23
-
მთავრობამ პარლამენტს „თავდაცვის კოდექსი“ წარუდგინა
10:0006.02.23
-
18:0003.02.23
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი Crowdfunding Association of Georgia-ს ბორდის წევრი გახდა
17:4003.02.23
-
17:2003.02.23
-
17:0003.02.23
-
16:4003.02.23
-
აშშ-მა საქართველოს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა
16:2003.02.23
-
16:0003.02.23
-
სურდათ, პაოლოს შემოქმედება ვინმე ელენე ბაქრაძისთვის მიეწერათ, რაც აღვკვეთეთ — წულუკიანი
15:2003.02.23
-
15:0003.02.23
-
14:3003.02.23
-
14:0003.02.23
-
13:4003.02.23
-
პოლიციამ შიდა ქართლში 7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ნათესავი დააკავა
13:2003.02.23
-
ჯუანშერ ბურჭულაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა
13:0003.02.23
-
12:3003.02.23