პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შეიძლება ჩვენი ოპონენტები იძულებული გახდნენ პოზიცია შეიცვალონ, ვენეციის კომისიის პოზიტიური დასკვნა მათ ხელს არ აძლევთ

06.12.22 16:40


შეიძლება ჩვენი ოპონენტები იძულებული გახდნენ პოზიცია შეიცვალონ. იქიდან გამომდინარე, რომ ვენეციის კომისიის პოზიტიური დასკვნა მათ ხელს არ აძლევთ და ახლა ისინი სპეკულირებენ იმის შესახებ, რომ მათ რეკომენდაციებს არ ვიზიარებთ, როდესაც ობიექტურად აღმოჩნდა, რომ არის კარგი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„მეორე ფაქტორია ის, რომ ვენეციამ და ეუთო/ოდირმა გააკრიტიკა არა მმართველი გუნდი, რომელმაც შექმნა ეს ნორმები, არამედ გააკრიტიკა ოპოზიცია, რომელიც არ იღებს მონაწილეობას მის შექმნაში. ახლა გამოუვალი მდგომარეობა აქვთ და რაღაცებს ლაპარაკობენ, მაგრამ ეს რაღაცები ჰაერშია იქიდან გამომიდინარე, რომ ობიექტურად, ერთი მხრივ ობიექტურად შეფასდა დოკუმენტი და მეორე მხრივ გაკრიტიკებულია ოპოზიცია. ეს არის და ეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებენ და სამწუხაროს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია კანონმდებლობის შემუშავების პროცესში ჩართული არ არის. საერთაშორისო ექსპერტები ბოიკოტის გამოცხადებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ბოიკოტი არ უნდა წარმოადგენდეს პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტს. წინასწარი შეფასების შემდეგ, პარლამენტში, საარჩევნო რეფორმის მეორე მოსმენით განხილვა იწყება, ხვალ სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება და დოკუმენტში ის რეკომენდაციები აისახება, რომლებიც პარლამენტს ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა გადაუგზავნა. იურიდიულ კომიტეტზე კი კანონპროექტებს მუხლობრივად 8 დეკემბერს განიხილავენ. რეფორმამ მთლიანობაში საერთაშორისო ექსპერტებისგან დადებითი შეფასება მიიღო.

 

 

წყარო : /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები