პოლიტიკა

ღარიბაშვილმა თავშეუკავებელი განცხადებით ქართველ მეომრებს ზურგში დანა ჩაარტყა - ალეკო ელისაშვილი

07.12.22 16:30


პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი რადიო „პალიტრას“ ეთერში საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც  „ჩვენი თანამოქალაქეები  უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ“.

 

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო მოღვაწედ ვერაფრით ვერ შედგა“. 

 

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაბოროტებული და დაბოღმილი აქტივისტის როლში დარჩა.

 

„ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო პირად და სახელმწიფო მოღვაწედ ვერაფრით ვერ შედგა. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, თავდაცვის მინისტრი იყო, მეორედ პრემიერ-მინისტრია ახლა ... 25 წლის ბიჭია და ორჯერ პრემიერ-მინისტრი იყო, გაბოროტებული, დაბოღმილი აქტივისტის როლში დარჩა. 

 

მან ვერ გააცნობიერა რომ ის ერის ლიდერია სინამდვილეში, ის არის მთელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ვინც აირჩია და ვინც მხარი დაუჭირა მხოლოდ მაგის პრემიერ-მინისტრი კი არ არის, ყველას პრემიერია. როცა გირჩევენ, შენ უკვე ქვეყანაზე გაქვს პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილს ეზიზღება ის მეორე ნახევარი, რომელმაც მას ხმა არ მისცა და ზოგადად არ უწონებს მას პოლიტიკას. 

 

მეომრებიც კი, რომლებიც უკრაინაში თავს სწირავენ, მზად არის რომ იმათაც კი შეურაცხყოფა მიაყენოს, თან იმ ფონზე როდესაც ბიჭები დაღუპულები არიან და 5 ბიჭი ვერ გამოიყვანეს ჯერ კიდევ, მოწინააღმდეგის მხარეს არის ჩარჩენილი 5 ბიჭის ცხედარი.

 

ამ დროს შენი მთავრობა სამძიმარს კი არ გეუბნება, გლანძღავს. ეს არის როგორი კატასტროფა იცით? ყველაზე ძლიერი ბრძოლაში ხარ მაშინ, როცა ზურგი გაქვს დაცული. ღარიბაშვილმა ქართველ მეომრებს ზურგში დანა ჩაარტყა თავისი თავშეუკავებელი განცხადებით. მათ ყველაფერი იციან, უკრაინელებმაც ყველა სიტყვა იციან აქ ნათქვამი. 

 

მათ იციან რომ ხალხი მხარს უჭერს, მაგრამ მთავრობა ზურგით დგას. კიდევ უფრო ცუდ დღეში არიან იქ ქართველები, ყველა უკანასკნელი გარეწარია, ვინც ამ ბიჭებზე იძახის რომ ისინი ფულის საკეთებლად წავიდნენ იქ“,- ალეკო ელისაშვილი.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები