ანალიტიკა

"წინასწარ განსაზღვრა" და ღალატი შესაფერის დროს - დღეს სომეხი ნაციონალისტები გიუმრის ბაზას ბლოკავენ, ხვალ რუსებს ზურგში ესვრიან!

10.01.23 10:40


"რუსეთი ოკუპანტია". სად - სად, მაგრამ ძნელი წარმოსადგენი იყო  ასეთი ლოზუნგები რამდენიმე წლის წინ სომხეთში. მაგრამ დღეს ეს რეალობაა. ისევე, როგორც აღშფოთებული სომხების მიერ გიუმრის რუსული ბაზის ბლოკადა და ეს მოსალოდნელი იყო.

 

 

იმისდა მიუხედავად, რომ სომეხი პრო-კრემლისტი პროპაგანდისტები, როგორიცაა მარგარიტა სიმონიანი, ისტერიულად ამტკიცებენ, რომ რუსეთი „ომს ვერ წააგებს“, გონიერი ადამიანებისთვის ყველაფერი დიდი ხანია ნათელია. რუსეთი აგებს, უკრაინის ომში "ფრედ დამთავრების" შანსიც კი არ აქვს. ომის შემდგომი მშვიდობა, როგორიც არ უნდა იყოს ის, ნიშნავს არა მხოლოდ უკრაინის მიწების სრულ დეოკუპაციას. რუსეთს მოუწევს სხვა რეგიონებიდანაც გასვლა. მათ შორის, საკუთარი სამხედრო ბაზების, სომხეთის ბაზის ჩათვლით, ქალაქ გიუმრის დატოვებაც მოუწევს.

 

უკრაინის ომისა და რუსეთის ფედერაციის დამარცხების შემდეგ სომეხ ნაციონალისტებს არ სურთ დამარცხებული რუსეთის „მოკავშირეები“ იყვნენ. რუსეთის მიმართ მადლიერების შესახებ საუბარიც კი არ არის იმის გამო, რომ მან არა მარტო დაასახლა სომხები უცხო ქვეყნებში, არამედ შექმნა სომხური სახელმწიფოებრიობა, გამოკვება და დაიცვა სომხეთი. სომეხ ნაციონალისტებს სურთ რაც შეიძლება სწრაფად მოხვდნენ  „გამარჯვებულთა ბანაკში“, ე.ი. რუსეთის მტრებთან და უფრო მეტიც, იქცნენ „რუსული ოკუპაციის მსხვერპლად".

 

როდესაც გენერალმა ფელდმარშალმა კეიტელმა ხელი მოაწერა ნაცისტური გერმანიის ჩაბარებას 1945 წელს, გამარჯვებულ ქვეყნებს შორის საფრანგეთის დელეგაციის ხილვისას, მან თავი ვერ შეიკავა და გაოცებულს აღმოხდა: "რატომ არიან ფრანგები აქ?" ანალოგიურად, ყველა საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ უკრაინის ომის შედეგების შემდეგ სამშვიდობო კონფერენციაზე „რუსული აგრესიის და ოკუპაციის მსხვერპლთა“ მეზობლებში შევლენ ფრანგთა „უმცროსი მოწაფეებიც“-სომეხი ნაციონალისტები.  ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ახლა სომხეთში ყველაზე აგრესიულ რუსოფობიურ აქტივობებს პროფრანგი პოლიტიკოსები აწყობენ. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ჟირაირ სეფილიანის ბლოკი „ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსი“, რომელმაც 2022 წლის 8 იანვარს გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ბლოკადა მოაწყო.

 

„ეროვნულ-დემოკრატიულმა პოლუსმა“ გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზა დაბლოკა, ლაჩინის დერეფნის გახსნის ფორმალური მოთხოვნით. თუმცა, ბლოკადის მონაწილეებმა კარგად იციან, რომ რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანულ ყარაბაღში და გიუმრიში განლაგებული სამხედრო ბაზა სრულიად განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ. მაშასადამე, ლაჩინის დერეფანი მხოლოდ საბაბი იყო რუსოფობიით უკვე დაინფიცირებულ სომხეთში მორიგი ანტირუსული ტალღის ასაგორებლად.

 

აქციის მონაწილეების მთავარი სლოგანი იყო „რუსეთი ოკუპანტია“ და ამიტომ მოითხოვდნენ სომხეთის „დეოკუპაციას“, ე.ი. რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას გიუმრიდან.

 

თურქოფობიური სომხური ნაციონალისტური მითების თვალსაზრისით, ეს სრულიად ალოგიკურად გამოიყურება, რადგან სომხური პროპაგანდა უკვე მრავალი წელია საუბრობს „თურქულ საფრთხეზე“. მაგრამ საქმე ისაა, რომ სომეხმა ნაციონალისტებმა კარგად იციან, რომ თურქეთი არ დაარღვევს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აცნობიერებენ რა აბსოლუტურ უსაფრთხოებას, მითიური „თურქული საფრთხის“ და მით უმეტეს ცნობილი „გენოციდის“ თვალსაზრისით, სომეხი ნაციონალისტები ჩქარობენ „შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლებს“ იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაციის დამარცხება უკრაინაში უკვე აშკარაა. „დროულად უღალატო -  ნიშნავს წინასწარ განჭვრეტას“ - ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსის ტალეირანის ეს სიტყვები საუკეთესოდ ახასიათებს სომეხი პოლიტიკოსების ამჟამინდელ ქმედებებს.

 

ამას პირველ რიგში რუსი პატრიოტები უნდა აცნობიერებდნენ, რომლებიც დღესაც  სომხეთის „მოკავშირეობის“ და „მადლიერების“ ილუზიებით იკვებებიან. ვიყოთ გულახდილნი - სომხური ინტერესებისთვის რუსებმა სისხლი არა მხოლოდ ამაოდ, არამედ საკუთარი თავის და ქვეყნის საზიანოდ დაღვარეს. ახლა კი რუსეთს მრავალი თვალსაზრისით ღუპავს ის ფაქტი, რომ მოსკოვში სომხური ლობის წარმომადგენლები მიიღეს ხელისუფლებაში, რამაც მრავალი თვალსაზრისით გამოიწვია უკრაინის დღევანდელი  კატასტროფა.

 

უმეტესობა სომეხი ნაციონალისტებისა, რუსეთთან მიმართებაში, უბრალოდ მოელიან წამს, როცა შეძლებენ რუსეთის „ღალატს“. ჟირაირ სეფილიანი, რომლის მხარდამჭერებმა დაბლოკეს ბაზა გიუმრიში, თვლის, რომ ეს მომენტი დიდი ხნის წინ დადგა. ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც ფორმალურად მოაწყო პოლიციის ძალებით ბაზის „განბლოკვა“, არაფრით განსხვავდება ჟირაირ სეფილიანისგან. ისიც, როგორც იმთავითვე პროამერიკული პროტეჟე, ღალატობს რუსეთს, მაგრამ ეშმაკურად იქცევა და მაინც ცდილობს თავი "მოკავშირედ" მოაჩვენოს. მოსკოველი სომხები ღია ღალატის მომენტს აჭიანურებენ. მაგრამ ერთი რამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ რუსული გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს, რომელიც სწრაფად ახლოვდება, არც ერთი სომეხი ნაციონალისტი არ დარჩება რუსეთის ბანაკში, თუმცა კრემლისმიერ "ვირთხები" და "ყარაბაღის კლანის" რევანშისტები მაქსიმალურად შეეცდებიან  "ჩაძირული გემიდან" გაქცევა ბოლო წუთამდე დააყოვნონ. შემთხვევითი არ არის, რომ გიუმრიში ბაზის ბლოკირების წინააღმდეგ რევანშისტებს განსაკუთრებული პროტესტი არ გამოუხატავთ.

 

დარწმუნებული იყავით, რომ ბაზის გაყვანის შემდეგ (და ეს თითქმის გარდაუვალია), გიუმრიში დისლოცირებულ რუს ჯარისკაცებს ზურგიდან ესვრიან. სომეხ ნაციონალისტებს ხომ დასჭირდებათ "რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის" სურათი, რათა "რუსეთზე გამარჯვებულთ" რიგებში სრულფასოვნად ჩაეწერონ.

 

 

გრიგოლ გიორგაძე

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები