პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

23.01.23 16:00


საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო პირთა შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი და 70 საკონსულო თანამდებობის პირს მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საკონსულო სამსახურის გამართულად მუშაობის აუცილებლობას და ყურადღება გაამახვილა როგორც სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, ისე სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

 

„მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ყველა ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ერთი მხრივ, მიიღონ საკონსულო მომსახურებებიო ადგილზე და მეორე მხრივ, მაქსიმალურად ჰქონდეთ ჩვენი საკონსულო თანამდებობის პირების მხარდაჭერა. ეს იქნებ ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პრიორიტეტი 2023 წელს. ჩვენ მივეცით კონკრეტული ინსტრუქციები ჩვენი საკონსულო თანამდებობების პირებს თუ როგორ უნდა უზრუნველყონ მოქალაქეების ინტერესების დაცვა ადგილზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები