პოლიტიკა

PACE-ს კომიტეტმა საქართველოს მიერ ინიცირებულ ცვლილებას მხარი დაუჭირა - რეზოლუციას დაემატა ჩანაწერი, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევაა

24.01.23 15:00


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პოლიტიკურმა კომიტეტმა საქართველოს მიერ რეზოლუციის ტექსტში დაინიცირებული ცვლილებები განიხილა, მხარი დაუჭირა და სესიაზე გასატან პროექტში შეიტანა.

 

შედეგად, რეზოლუციის პირველივე პარაგრაფს დაემატა ტექსტი, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და ნორმების უხეში დარღვევაა.

 

რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

 

რეზოლუცია სესიის პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად მიმდინარე კვირაში გავა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები