პოლიტიკა
24.01.23 16:20
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ADP ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს, ედვარდ ორქრაითს შეხვდა. ფრანგულმა კომპანია ADP ჯგუფმა Tav Airports-ის აქციები იყიდა და მისი მფლობელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და აეროპორტების სამომავლო განვითარების სტრატეგია მიმოიხილეს. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ისევე როგორც ტურიზმის მზარდი დინამიკა ამბიციური გეგმების დასახვის შესაძლებლობას ქმნის. ყურადღება დაეთმო როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, რომელზე მუშაობაც დასრულების ფაზაშია. მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებს ე.წ. „მასტერპლანთან“ დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირების მიმართულებით.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმას, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება.
ADP ჯგუფი მართავს და ოპერირებას უწევს სხვადასხვა კონტინენტზე 20-ზე მეტ აეროპორტს. ADP ჯგუფის მართვაში არსებული აეროპორტები ცნობილია კვალიფიციური სერვისებით და მდგრადი განვითარებით.
ADP ჯგუფი (l’Aéroport de Paris) დაფუძნდა 1945 წელს. მისი მიზანია მგზავრებს მაღალი ხარისხის მასპინძლობის სტანდარტები და ხარისხიანი მოგზაურობა შესთავაზოს. ADP ჯგუფი, პარტნიორებთან ერთად, მომავლის აეროპორტებს აშენებს, რაც ეფუძნება ინოვაციებს, მდგრად განვითარებას, მრავალფუნქციურ და დახვეწილ სერვისებს.
ADP ჯგუფი საფრანგეთში მართავს პარიზის შარლ დე გოლისა და ორლის აეროპორტებს.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 424
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:2002.02.23
-
15:0002.02.23
-
14:4002.02.23
-
“დასვლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამღიზიანებლად აქციოს” – ლავროვი
14:2002.02.23
-
14:0002.02.23
-
13:3002.02.23
-
13:0002.02.23
-
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა საავტობუსო ზოლშიც შეეძლებათ
12:4002.02.23
-
12:2002.02.23
-
12:0002.02.23
-
ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დღეს დებატები გაიმართება
11:3002.02.23
-
მამუკა მდინარაძე: თვითდაზიანება არ შეიძლება გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი
11:0002.02.23
-
10:4002.02.23
-
10:2002.02.23
-
10:0002.02.23
-
18:0001.02.23
-
ლევან დავითაშვილმა ლატვიის ელჩთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
17:4001.02.23
-
17:2001.02.23
-
17:0001.02.23
-
“ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო” | კარასინი თბილისთან ფრენების აღდგენაზე
16:3001.02.23
-
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს
16:0001.02.23
-
15:3001.02.23
-
15:0001.02.23
-
ვახტანგ გომელაურმა გერმანიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
14:3001.02.23
-
მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახური ინვესტიციით კიდევ ერთი საერთაშორისო ქსელური სასტუმრო გაიხსნა
14:0001.02.23
-
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია
13:4001.02.23
-
13:2001.02.23
-
20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვატარებთ ახალ გლობალურ აქციას #SaveMisha - ფეიგინი
13:0001.02.23
-
12:3001.02.23
-
12:0001.02.23
-
11:4001.02.23
-
მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორს შეხვდა
11:2001.02.23
-
„უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან ყოველთვის დაგიჭერ მხარს“ – სააკაშვილმა ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა
11:0001.02.23
-
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი აპრილისთვის გადაიდო
10:4001.02.23
-
10:2001.02.23
-
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს
10:0001.02.23