პოლიტიკა
24.01.23 17:20
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებისგან ახალი ინიციატივები მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.
პრემიერი დაინტერესდა იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესის მიმდინარეობით. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 19 695 000 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოიყო.
შეხვედრაზე პროგრამა „განახლებული რეგიონების“ მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდა პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული პირველი ფაზის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა 564 შენობა, მოწესრიგდა საინჟინრო ქსელები, განახლდა და აშენდა 92 პარკი და სკვერი. პროგრამა გრძელდება, ამ ეტაპზე კი, პროგრამის ფარგლებში, უკვე ინვესტირებულია 400 მილიონი ლარი.
ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა. 2022 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის 23 იანვრის ჩათვლით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 388
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:2002.02.23
-
15:0002.02.23
-
14:4002.02.23
-
“დასვლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამღიზიანებლად აქციოს” – ლავროვი
14:2002.02.23
-
14:0002.02.23
-
13:3002.02.23
-
13:0002.02.23
-
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა საავტობუსო ზოლშიც შეეძლებათ
12:4002.02.23
-
12:2002.02.23
-
12:0002.02.23
-
ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დღეს დებატები გაიმართება
11:3002.02.23
-
მამუკა მდინარაძე: თვითდაზიანება არ შეიძლება გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი
11:0002.02.23
-
10:4002.02.23
-
10:2002.02.23
-
10:0002.02.23
-
18:0001.02.23
-
ლევან დავითაშვილმა ლატვიის ელჩთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
17:4001.02.23
-
17:2001.02.23
-
17:0001.02.23
-
“ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო” | კარასინი თბილისთან ფრენების აღდგენაზე
16:3001.02.23
-
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს
16:0001.02.23
-
15:3001.02.23
-
15:0001.02.23
-
ვახტანგ გომელაურმა გერმანიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
14:3001.02.23
-
მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახური ინვესტიციით კიდევ ერთი საერთაშორისო ქსელური სასტუმრო გაიხსნა
14:0001.02.23
-
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია
13:4001.02.23
-
13:2001.02.23
-
20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვატარებთ ახალ გლობალურ აქციას #SaveMisha - ფეიგინი
13:0001.02.23
-
12:3001.02.23
-
12:0001.02.23
-
11:4001.02.23
-
მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორს შეხვდა
11:2001.02.23
-
„უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან ყოველთვის დაგიჭერ მხარს“ – სააკაშვილმა ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა
11:0001.02.23
-
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი აპრილისთვის გადაიდო
10:4001.02.23
-
10:2001.02.23
-
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს
10:0001.02.23