პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - საქართველო არ ყოფილა და ვერც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი

24.01.23 18:00


საქართველო არ ყოფილა და ვერც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ჩვენმა სტრტეგიულმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო ზედმოწევნით იცავს იმ საერთაშორისო წესებს, რომელიც ომის პერიოდში იყო დაწესებული ჩვენი პარტნიორების და მთელი დასავლური საზოგადოების მიერ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.

 

„ბევრი მაგალითი არსებობს, თუ რა პოზიციები დავაფიქსირეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ უკრაინელებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს ვუჭერრთ უკრნელ ხალხს და საქართველო მომავალშიც განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. ნამდვილ მეგობრებს უკრაინაშიც და მსოფლიოშიც სჯერათ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო შეძლებს უკრაინის მხარდაჭერას უფრო მეტად იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი უსაფრთხოება, მშვიდობა იქნება დაცული, საქართველო ეკონომიკურად იქნება უფრო ძლიერი. ჩვენ ამ პოზიციიდან ვხედავთ ჩვენს თანამშრომლობას. იმედი მაქვს, მშვიდობა, მშვიდობიანი დღეები მალე დაბრუნდება უკრაინაში და ყველა ერთად შევძლებთ, დავიწყოთ აღდგენის პროცესი. ევროკავშირის შიგნითაც უკვე დაწყებულია მსჯელობა, რომ ევროპული ოჯახი მზად შეხვდეს იმ დროს, როდესაც უკრაინაში უკვე საჭირო იქნება მნიშვნელოვანი მოქმედება, მნიშვნელოვანი რესურსების მიმართვა აღდგენისთვის. ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს უსამართლო ომი უნდა დასრულდეს დროულად, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ეს მომავალი უდავოა, რომ იქნება მშვიდობიანი.

 

რაც შეეხება ოპოზიციას, საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში, მაშინ როდესაც რადიკალური ოპოზიცია არის გაკოტრებული და მათ არა აქვთ არც ერთი საქმიანი თემა, არა აქვთ არც ერთი სამომავლო გეგმა, რასაკვირველია, მათთვის ყველაზე ადვილია, რომ ილაპარაკონ უკრაინის საკითხის გამოყენებით, უკრაინის საკითხის საფარქვეშ და ილაპარკონ პროდასავლურობაზე. საქმეებს და შედეგებს თუ დავაკვირდებით, ყველაზე მეტი სწორედ რადიკალურ ოპოზიციას აქვს გაკეთებული როგორც დასავლეთისა და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ, ასევე უკრაინასთან მიმართებაში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს მათ. ამას თუ გავაანალიზებით, მივხვდებით, რომ ეს საკითხები მათ სჭირდებათ შიდაპოლიტიკური დღის წესეიგისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები