პოლიტიკა
26.01.23 15:30
„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის, რაც პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე სააპელაციო სასამართლომ მათ საქმესთან დაკავშირებით დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი.
„ეს სამართლებრივი აბსურდი გრძელდება, ეს არის უპრეცედენტო რამ. ის, რაც პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი. გვედავებიან იმ საქმეზე, რომელზეც პროკურატურას წერილობით აქვს, ჯერ კიდევ 4 წლის წინ, დადასტურებული, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამ საკითხზე რომც ჰქონოდათ რაიმე პრეტენზია, წერილობით აქვთ დადასტურებული, რომ ამაზე არ გვედავებიან და არ გვედავებოდნენ, არც გვიკამათია ამ საკითხზე. რაზეც ბრალს გვდებენ, აბსოლუტურად ნონსენსია. კითხეთ ნებისმიერ იურისტის, ან პირველი კურსის სტუდენტს - ბრალდება წაგვიყენა მოსამართლემ და არა პროკურატურამ, მსგავსი რამ არსად წერია, რომ ბრალი წაგიყენოს მოსამართლემ, რომელზეც პროკურატურა არ გედავება. ეს დღეს ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილმა მონებმა გაიმეორეს თუთიყუშივით. მათ სიტყვა ვერც კი თქვეს, ვერც პირველმა და ვერც მეორე ინსტანციამ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და ჩვენ ვართ მართლები. ის, რომ მე ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ და ის, რომ 4 წელია ეს სასამართლო მიმდინარეობს, ჩვენ კი არ ვართ საპყრობილეში, ნიშნავს, რომ აბსურდული საქმე - ფულის გათეთრება არ არსებობს. ამ თემასთან და ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა ბრალდება ჩვენ წინაშე არ ყოფილა. ერთადერთი რაზეც გვედავებოდნენ იყო ფულის გათეთრება, რომელიც არ ყოფილა. ეს არც პირველ და და არც მეორე ინსტანციაში არ დადასტურდა. რაც ახლა გამოიგონეს და საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაადასტურეს, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ისინი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ჩვენ დღესვე მივმართავთ ჩვენს ადვოკატებს და გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში. ეს არის გრძელი გზა. უზენაესში დაგვხვდება ის ადამიანი, ის მოსამართლე, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, შალვა თადუმაძე, რომელიც იყო გენპროკურორი და დაიწყო საქმე ჩვენ წინააღმდეგ. ახლა მივდივართ, მოსამართლეს თადუმაძესთან. ეს არის აბსურდის თეატრი, აბსურდის ქვეყანა. თითოეულ მოქალაქეს ვპირდებით, რომ ბრძოლა არ გაჩერდება ერთი წამით. მე და ბადრი ჯაფარიძემ ამ ბრძოლაში შემოსვლა გადავწყვიტეთ და ეს გაგრძელდება. არ შეშინდეთ მეგობრებო, ეს ბრძოლა არის სამართლიანობისთვის ბრძოლა!“- განაცხადა ხაზარაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 469
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24