პოლიტიკა
31.01.23 16:20
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ფრთაა და 2022 წლის „კორუფციის ინდექსთან“ დაკავშირებით მათ კვლევას ვერ შეაფასებს.
როგორც კალაძე განმარტავს, "საერთაშორისო გამჭვირვალობას" პოლიტიკით გაჯერებული ორგანიზაციაა.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ფრთა, რომელსაც ჰქვია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. მას არასამთავრობო ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათი განცხადებებიდან გამომდინარე, პოლიტიკით გაჯერებული ორგანიზაციაა. ასე რომ, გამიჭირდება შეფასება. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა კორუფციასთან ბრძოლისთვის, ეს ერთი ნაბიჯით არ აღიწერება. ყოველდღიურად მიმდინარეობს ბრძოლა, რათა კორუფცია აღმოფხვრილი იყოს. სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში ნახავთ, აქვს თუ არა წინსვლა ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ კვლევაში პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც არის ნახსენები და აღნიშნულია, რომ „მიტაცებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები“.
როგორც კალაძე განმარტავს, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში არ არის და ის ქველმოქმედებას ეწევა.
"ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა. მის ირგვლივ გაერთიანდა სრულიად საქართველო და პოლიტიკური პარტიები. ამ ერთმა ადამიანმა დაამთავრა "ნაციონალური მოძრაობა", ის სიბინძურე და სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში ხდებოდა. [მას შემდეგ] ქვეყანაში მშვიდობამ, სტაბილურობამ და განვითარებამ დაისადგურა. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დღეს ყველაფერი იდეალურად არის და უბედნიერესები ვართ. გამოწვევები არსებობს და ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. დღეს ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში და ქველმოქმედებას ეწევა",- განაცხადა კახი კალაძემ.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და ბევრსაც მიიღებს
18:0027.03.23
-
17:4027.03.23
-
17:2027.03.23
-
17:0027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება
16:3027.03.23
-
აზერბაიჯანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას რეინტეგრაციაზე სასაუბროდ იწვევს
16:0027.03.23
-
15:4027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა
15:2027.03.23
-
15:0027.03.23
-
14:4027.03.23
-
14:2027.03.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა
14:0027.03.23
-
13:4027.03.23
-
13:2027.03.23
-
დაახლოებით იგივეა, ბრეივიკს მისცენ – ღარიბაშვილი სააკაშვილისთვის ნორვეგიული პრიზის გადაცემაზე
13:0027.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯამში 75 მლნ ლარია გადახდილი ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობაში
12:4027.03.23
-
12:2027.03.23
-
12:0027.03.23
-
ქართული ეკლესიები სომხეთში (ზოგადი მიმოხილვა)
11:4027.03.23
-
11:2027.03.23
-
ილია II მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს
11:0027.03.23
-
ზურაბ აზარაშვილი მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულ იოახიმ შტამპს შეხვდა
10:4027.03.23
-
10:2027.03.23
-
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო
10:0027.03.23
-
18:4024.03.23
-
18:0024.03.23
-
სომხეთი და თურქეთი – კრიზისული დიპლომატიის გაკვეთილები
17:4024.03.23
-
17:2024.03.23
-
ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს, ლოიკ ფოშონს შეხვდა
17:0024.03.23
-
ხატია დეკანოიძე: ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა არის დასრულებული
16:4024.03.23
-
16:2024.03.23
-
თაკო ჩარკვიანი - ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ, მე სიცრუეს ვისხლიტავ
16:0024.03.23
-
15:4024.03.23
-
15:2024.03.23
-
15:0024.03.23
-
14:4024.03.23