პოლიტიკა
31.01.23 17:00
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი 9 იანვარს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელშიც, სავარაუდოდ, ნიკა მელიას საუბარი ისმის, ფეისბუკზე წერს, რომ ის 2016 წლისაა და „მეგობრული ჩატიდანაა“ გავრცელებული.
რა ხდება?
9 იანვარს გავრცელდა ჩანაწერები, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზე იყო მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ იყო გაკეთებული.
44-წამიან ჩანაწერში, სავარაუდოდ, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ხმა ისმის და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებს.
ჩანაწერის გამოქვეყნება დროში დაემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პერიოდს. ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი გუნდი ჩანაწერების გავრცელებას ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შსს მინისტრ ვანო მერაბიშვილს უკავშირებდნენ, რომელიც შიდაპარტიულ არჩევნებში მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერდა.
თუმცა, ენმ-ის არჩევნების დასრულებიდან მეორე დღეს, 31 იანვარს, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ აღნიშნული ჩანაწერები არა 2021 წლის, არამედ 2016 წელს „მეგობრული ჩეთში“ ნიკა მელიას მიერ გაგზავნილი „ვოისებია“[ხმოვანი შეტყობინებები], ანუ იმ პერიოდისაა, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ გამოეყო.
ჩერგოლეიშვილის თქმით, აღნიშნული „ჩეთის“ წევრები მასთან ერთად იყვნენ: ნიკა მელია, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, ლევან თარხნიშვილი, დავით კეზერაშვილი და ნიკა გვარამია. თუმცა როგორც ჩერგოლეიშვილი ამბობს, იმ მომენტისთვის, როცა მელიამ აღნიშნული „ვოისები“ გააგზავნა, ნიკა გვარამიას „ჩატის“ წევრი აღარ იყო.
ვინ გაავრცელა „მეგობრული ჩეთიდან“ „ვოისები“?
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ჩანაწერების გავრცელების იდეა 2016 წელსაც იყო, თუმცა მაშინ გიგა ბოკერია „კატეგორიულ უარზე წავიდა და თქვა, რომ „პირადის გამოქვეყნებას სადაც მე ვარ, არ ვიკადრებთო“.
შესაბამისად, ჩერგოლეიშვილის თქმით, აღნიშნული, სავარაუდოდ, სწორედ გიგი უგულავას, გივი თარგამაძის, ლევან თარხნიშვილისა და დავით კეზერაშვილისგან რომელიმეს გავრცელებულია.
„სანამ არჩევნები მორჩებოდა, არ მინდოდა ჩარევა, ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედება – ხომ ვთქვი, მინდოდა ყველას წაეგო და ასეც მოხდა იდეაში. ახლა როცა მორჩა, გეტყვით, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული. ამ ჩეთში ვიყავით მე, გიგა[ბოკერია], [გიგი] უგულავა (ციხიდან გამოსვლის მერე და არა ვოისების მომენტში), [დავით]კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, [ნიკა] მელია და [ნიკა] გვარამია (რომელიც მაგ ვოისების ჩაყრის მომენტში უკვე გასული იყო, უკვე კონფლიქტი გვქონდა მიშას დოზებზე ეთერში – ვერ ვაგებინებდით, რომ დამღუპველია).
მელია ბოლო მომენტამდე მესიანიზმის მოწინააღმდეგეთა, ანუ ჩვენს ბანაკში იყო და ვოისებად ჩაგვიყარა ჩეთში მიშასთან ლაპარაკის შინაარსი (რაც მოისმინეთ). რომ გადახტა და მიშას მოღალატეები ხართო, კივილი დაიწყო – ვიცინოდით მერე ამ ვოისებზე. მაშინაც იყო აზრი, რომ გამოქვეყნებულიყო, ოღონდ არა ფარულად, არამედ ღიად – როდის იყავი მართალი? როცა მიშას აგინებდი, თუ როცა ჩვენ მოღალატეებს გვიძახი? – ამ კითხვით“, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ჩერგოლეიშვილის თქმით, როცა დავით კეზერაშვილი ნიკა მელიამ „აღარ დააკმაყოფილა“, მას პირადი „ვოისები“ გაუვრცელეს.
„[ბოკერიას] ფარულად გამოქვეყნებას ვერც გაუბედავდნენ (უნდოდათ). ხოდა ახლა გათავისუფლდნენ გიგას მორალური მარწუხებისგან და ყველაფერი იკადრეს (ამიტომაც წევდნენ პოლიტიკიდან – ყველაფრის კადრებაში უშლიდა ხელს). ანუ კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის, მაჩვის და მათი გაბაზრებულია და როგორც ნდობით აღჭურვილ პირებს, ისე ჩაუგდო.
ამის მერე ამ ადამიანებმა მელია ლიდერად ამოარჩიეს და 2021 წლის არჩევნებში მის შტაბში ბზრიალებდნენ – გამორჩენის მიზნით. როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ სათამაშოდ, ადგნენ და პირადი ვოისები გამოუქვეყნეს. ასეთი სამარცხვინოები არიან“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ნეტგაზეთმა სცადა იმ პირებთან დაკავშირება, რომლებზეც თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობს, თუმცა მათ ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხეს. ერთადერთიმ ვინც ნეტგაზეთს შეტყობინებაზე უპასუხა, ლევან თარხნიშვილი იყო. მან ჩერგოლეიშვილის პოსტს „ბოდვა“ უწოდა და განაცხადა, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
რაც შეეხება გამოძიებას, სოციალურ ქსელში აღნიშნული ჩანაწერების გავრცელებიდან სამი კვირის გასვლის შემდეგაც უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. ნეტგაზეთი დღეს, 31 იანვარს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და მათგან პასუხს ელის.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0129.03.24
-
17:3429.03.24
-
16:0629.03.24
-
15:0029.03.24
-
14:0829.03.24
-
13:2929.03.24
-
ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
12:3629.03.24
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24