პოლიტიკა
01.02.23 13:20
ბიძინა ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა კარგად უნდა იცოდნენ, სხვათა შორის, სამთავრობო სხდომაზე ღარიბაშვილს კრიმინალი ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრიც რომ უზის, აყალბებენ, მათ შორის, კონკრეტულ დოკუმენტაციას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უნდა იცოდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით, ხელები მიემტვრევათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ საააკშვილი დროულად გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მალე მორჩეს, ისედაც ამდენი ხნის განმავლობაში გაიწელა. ყველა ვხედავთ, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესები დაჩქარდეს, იწელება. მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად იცოდეს, არანაირი სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი არის მძევლობაში და ტყვეობაში არ და ვერ იქნება. შესაბამისად, გადაწყვეტილება აქვს მისაღები პრეზიდენტის სიკვდილსა და პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, გადაყვანას შორის. მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესები დასრულდეს სწრაფად. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ვიდრე მიშა სააკაშვილი არის მძევლობაში და ტყვეობაში, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში ვერ იქნება. იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილთან, მთავარ კრიმინალთან ერთად სხედან, ხელები მიემტვრევათ დოკუმენტაციის გაყალბების გამო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილს კითხვა დაუსვეს, რატომ არ იყო მისი განცხადება მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით პარტიის სხვა წევრებთან შეთანხმებული.
„ჩვენ ვაპირებთ პარტიის გაძლიერებას და ამისკენ მოვუწოდებთ ყველას. მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად გაიაზროს, არჩევნები მორჩა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს. ჩვენს ხალხს ჰყავს მთავარი მტერი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და გაჭირვება. ამაზე ვკონცენტრირდეთ, ეს არის მნიშვნელოვანი და ვინმეს თუ უბრალოდ კინკლაობა უნდა, ეს მისი საქმეა. თუ ვინმეს რამე გაურკვევლობა აქვს ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით და არის მოტივირებული, რომ ვინმეს ეკინკლავოს და ოპოზიციის ოპოზიციაში იყოს, ეს მისი საქმეა, ეს არ არის ჩემი საქმე“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 379
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და ბევრსაც მიიღებს
18:0027.03.23
-
17:4027.03.23
-
17:2027.03.23
-
17:0027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება
16:3027.03.23
-
აზერბაიჯანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას რეინტეგრაციაზე სასაუბროდ იწვევს
16:0027.03.23
-
15:4027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა
15:2027.03.23
-
15:0027.03.23
-
14:4027.03.23
-
14:2027.03.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა
14:0027.03.23
-
13:4027.03.23
-
13:2027.03.23
-
დაახლოებით იგივეა, ბრეივიკს მისცენ – ღარიბაშვილი სააკაშვილისთვის ნორვეგიული პრიზის გადაცემაზე
13:0027.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯამში 75 მლნ ლარია გადახდილი ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობაში
12:4027.03.23
-
12:2027.03.23
-
12:0027.03.23
-
ქართული ეკლესიები სომხეთში (ზოგადი მიმოხილვა)
11:4027.03.23
-
11:2027.03.23
-
ილია II მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს
11:0027.03.23
-
ზურაბ აზარაშვილი მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულ იოახიმ შტამპს შეხვდა
10:4027.03.23
-
10:2027.03.23
-
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო
10:0027.03.23
-
18:4024.03.23
-
18:0024.03.23
-
სომხეთი და თურქეთი – კრიზისული დიპლომატიის გაკვეთილები
17:4024.03.23
-
17:2024.03.23
-
ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს, ლოიკ ფოშონს შეხვდა
17:0024.03.23
-
ხატია დეკანოიძე: ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა არის დასრულებული
16:4024.03.23
-
16:2024.03.23
-
თაკო ჩარკვიანი - ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ, მე სიცრუეს ვისხლიტავ
16:0024.03.23
-
15:4024.03.23
-
15:2024.03.23
-
15:0024.03.23
-
14:4024.03.23