საზოგადოება

პოლიციამ შიდა ქართლში 7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ნათესავი დააკავა

03.02.23 13:20


შსს-ს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით შიდა ქართლში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

 

,,ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, პირი, რომელსაც ბრალად ედება 7 წლის ბავშვის გაუპატიურება, მოზარდის ნათესავია.

 

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები