პოლიტიკა
03.02.23 15:00
საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და ღირებული მონაწილეა - ქვეყანა მხარს უჭერს სტრატეგიულ პარტნიორობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეცხრე მინისტერიალზე გამოსვლისას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდა.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სამხრეთ გაზის დერეფანი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ამ რთულ დროს, როდესაც ევროპას სჭირდება ენერგორესურსების დივერსიფიკაცია. ეს, თავის მხრივ, ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის მნიშვნელოვან როლს, რაც შემდგომში კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო პროექტს ჩაუყრის საფუძველს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ქვეყანას აქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა, წარმოაჩინოს თავისი მნიშვნელოვანი როლი, როგორც სანდო პარტნიორი ამ კონტექსტში. საქართველო, როგორც მსოფლიოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილთა გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა, დგას მომხმარებლებისა და მიმწოდებელ ქვეყნების გადაჯაჭვული ინტერესების ცენტრში. პროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეასრულოს მაკავშირებლის ფუნქცია და როლი არა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური, საზოგადოებისა და კულტურული, არამედ ენერგეტიკული თვალსაზრისითაც,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. მისი თქმით, „TANAP-ის ამოქმედებამდე საქართველო გაზის ერთადერთი სატრანზიტო ქვეყანა იყო რეგიონალური მნიშვნელობის. ახლა ჩვენ საერთაშორისო მოთამაშედ გამოვჩნდით. ჩვენი ქვეყნის გავლით გადატანილი ბუნებრივი აირის ნაკადი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად კი ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაში.“
„საქართველოს აქვს საკვანძო როლი, როგორც პარტნიორს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის სატრანზიტო როლი კასპიის ნახშირწყალბადების რესურსების ევროპულ ბაზრებზე მისასვლელად, განსაკუთრებით სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, ცენტრალურ აზიასა და შავ ზღვაში მისი გაფართოების ჩათვლით. საქართველომ რეგიონული სატრანზიტო ინიციატივების მიმართ ურყევი მხარდაჭერა არაერთგზის დაადასტურა. ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და სტაბილურობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გავითვალისწინოთ საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა და მივესალმოთ თანამშრომლობის ნებისმიერ წინადადებას ენერგეტიკის სექტორში ჯანსაღი, მდგრადი გარემოს შესაქმნელად, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მოქალაქეების საჭიროებებს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა
17:4021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
17:2021.03.23
-
მაკა ბოჭორიშვილი: ბევრი რამ შეიძლება დააბრალოთ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა რუსობა
17:0021.03.23
-
16:4021.03.23
-
ირანს ითრევენ სამხრეთ კავკასიის ომში, რომელიც დასრულდება თავად ირანის სრული დაშლით
16:2021.03.23
-
შეწყვიტეთ ამ კანონზე საუბარი, თორემ უარეს მიიღებთ - ჩარკვიანი „ოცნებას“
16:0021.03.23
-
15:3021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი: პარტნიორების ხმა, მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში საინტერესო
15:0021.03.23
-
14:2021.03.23
-
შალვა პაპუაშვილმა თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
14:0021.03.23
-
13:4021.03.23
-
13:2021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა
13:0021.03.23
-
12:4021.03.23
-
12:2021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს იწყებს
12:0021.03.23
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის უახლესი გლობალური სისტემა ამოქმედდა
11:4021.03.23
-
11:2021.03.23
-
პარლამენტის ალყაში მოქცევა მარტო ჩემი კი არა, ოპოზიციის საერთო გეგმა იყო - გიორგი ვაშაძე
11:0021.03.23
-
10:4021.03.23
-
10:2021.03.23
-
10:0021.03.23
-
ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0020.03.23
-
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენს
17:4020.03.23
-
„განცხადება არ შემოსულა“ — ბრეგაძე სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებაზე
17:2020.03.23
-
17:0020.03.23
-
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს
16:4020.03.23
-
სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა
16:2020.03.23
-
სტუდენტების მღელვარება დაჰბრალდა ვითომ განათლების მინისტრს?! - იაგო ხვიჩია ჩხენკელზე
16:0020.03.23
-
15:3020.03.23
-
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზად არის
15:0020.03.23
-
მივმართავთ ჰააგის ტრიბუნალს, გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე - შალვა ნათელაშვილი
14:4020.03.23
-
შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
14:2020.03.23
-
14:0020.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
13:3020.03.23