ეკონომიკა
03.02.23 15:20
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სამინისტროს დაფინანსებით პაოლო იაშვილის ახალი კრებული გამოსცეს, რითაც პოეტის შემოქმედება „მავანთაგან“ დაიცვა.
კულტურის მინისტრი „მავანებში“, სავარაუდოდ, გულისხმობს ლიტერატურული მუზეუმსა და მათ მიერ გამოცემულ წიგნს „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“.
კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოცემული ახალი წიგნის — „ელენე დარიანის დღიურები – ტექსტი და ავტორი“ — პრეზენტაციაზე, წულუკიანი ამბობს, რომ წიგნი, ერთის მხრივ, პაოლო იაშვილის 130-ე წლისთავს ეძღვნება:
„და ასევე, მისი შემოქმედების დაცვას მავანთაგან, რომლებმაც შარშან და შარშანწინ ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ზოგიერთი წარმომადგენლის თაოსნობით გადაწყვიტეს, შეებღალათ პაოლოს, კომუნისტური რეჟიმის მიერ განადგურებული ამ სიცოცხლის და ამ დიდი ქართველის შემოქმედება. შეებღალათ იმით, რომ წაერთმიათ პაოლოსთვის მისი შემოქმედება და მიეწერათ ვინმე ელენე ბაქრაძისთვის.
ეს წარმატება მათ ვერ მოიპოვეს, კრახით დასრულდა მათი ეს მცდელობა და ჩვენ ეს სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი სამინისტრომ აღკვეთა. დღეს უკვე პროფესიონალი ლიტერატურათმცოდნეების, პროფესიონალი ფილოლოგების მიერ გამოიცა ყველა კრებული, სადაც არის ყველა არგუმენტირებული მასალა, რომელიც წლების მანძილზე მუშავდებოდა და ადასტურებს, რომ „დარიანული სერია“ ეკუთვნის არა ვინმე სხვას, არამედ პაოლოს. ამით მივაგებთ ჩვენ მას მორიგჯერ პატივს,“ — თქვა წულუკიანმა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამინისტრო ამით არ გაჩერდებოდა და პროფესიონალთა არაერთი გუნდი „კვლავ მოინდომებენ ახალ-ახალი პროექტების განვითარებას ჩვენთან ერთად“, რათა ცისფერყანწელთა შემოქმედება სამუდამოდ იყოს დაცული.
რა ხდებოდა „დარიანზე“?
შარშან, 17 იანვარს, სამინისტომ განაცხადა, რომ მათ მოითხოვეს მუზეუმისგან წიგნის „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ გავრცელების შეწყვეტა და მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დაბრუნება. ამის მიზეზად კი წიგნში დაშვებული შეცდომის საკითხი დასახელდა. აღნიშნულ წიგნში ანა კალანდაძის ორი ლექსის ავტორად, შეცდომით, ელენე ბაქრაძეა (დარიანი) მითითებული.
იმის შესახებ, რომ ელენე ბაქრაძის (დარიანის) წიგნში შეცდომა იყო, თავად ლაშა ბაქრაძემ 2 იანვარს გამოაქვეყნა სტატუსი ფეისბუქზე. ის განმარტავდა, რომ ანა კალანდაძის ორი ლექსი, რომელიც ბაქრაძეს გადაწერილი ჰქონდა, შეცდომით მიიჩნიეს დარიანის ლექსად და გამოაქვეყნეს მისი ავტორობით.
თავად ბაქრაძე ამბობს, რომ შეუძლებელია ყველა მყიდველის ვინაობის დადგენა და, შესაბამისად, უკლებლივ ყველა წიგნის დაბრუნება.
რაც შეეხება მუზეუმში დარჩენილ წიგნებს, დირექტორის თქმით, ისინი უკვე გადაეცა სამინისტროს:
„ის, რომ წიგნში, ბოლო, ლექსების ნაწილში, შეცდომებია გაპარული უკვე ვაღიარეთ და ვაპირებდით, დარჩენილი ტირაჟისთვის შეცდომების გასწორების ფურცელი დაგვერთო, ისე, როგორც მიღებული წესია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვერც ახალი, ჩასწორებული ტირაჟის გამოცემას მოვახერხებთ ჩვენი მუზეუმის უმწირესი ბიუჯეტით, მით უმეტეს, როცა სამინისტრო ბეჭდვის ხარჯების დაბრუნებასაც ითხოვს.
მაგრამ „არაერთი სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქე“ მეტს ითხოვს და, სამწუხაროდ, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მათი (ამ ეტაპზე) ასეთი განცხადებით დაკმაყოფილება, რასაც დღეს მართლაც „საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა“. სავარაუდოდ, იგივე მრჩევლები, ვინც სამინისტროს ამ განცხადების გაკეთებას ურჩევდნენ, ახლა საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისკენ მოუწოდებენ, ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ ბოდიში მოიხადოს ამ ტექსტის გამოქვეყნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრს, სრულიად სამართლიანად, ჩვენი საერთო და ჯერაც დაუძლეველი საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა“ ,– ამბობს ბაქრაძე.
როგორც მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე აცხადებდა, მუზეუმს კულტურის სამინისტროსთვის 6 280 ლარი უნდა გადაეცა. ახალი ტირაჟის დასაბეჭდად კი იმავე თანხას ვარაუდობდა. ანუ, ჯამში, შესაგროვებელი იყო 12 560 ლარი.
აღნიშნულის შემდეგ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც წიგნის ხელახლა გამოსაცემად თანხის შეგროვება დაიწყო.
საბოლოოდ წიგნი გამოიცა და ის შემწირველებს დაურიგდა.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა
17:4021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
17:2021.03.23
-
მაკა ბოჭორიშვილი: ბევრი რამ შეიძლება დააბრალოთ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა რუსობა
17:0021.03.23
-
16:4021.03.23
-
ირანს ითრევენ სამხრეთ კავკასიის ომში, რომელიც დასრულდება თავად ირანის სრული დაშლით
16:2021.03.23
-
შეწყვიტეთ ამ კანონზე საუბარი, თორემ უარეს მიიღებთ - ჩარკვიანი „ოცნებას“
16:0021.03.23
-
15:3021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი: პარტნიორების ხმა, მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში საინტერესო
15:0021.03.23
-
14:2021.03.23
-
შალვა პაპუაშვილმა თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
14:0021.03.23
-
13:4021.03.23
-
13:2021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა
13:0021.03.23
-
12:4021.03.23
-
12:2021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს იწყებს
12:0021.03.23
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის უახლესი გლობალური სისტემა ამოქმედდა
11:4021.03.23
-
11:2021.03.23
-
პარლამენტის ალყაში მოქცევა მარტო ჩემი კი არა, ოპოზიციის საერთო გეგმა იყო - გიორგი ვაშაძე
11:0021.03.23
-
10:4021.03.23
-
10:2021.03.23
-
10:0021.03.23
-
ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0020.03.23
-
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენს
17:4020.03.23
-
„განცხადება არ შემოსულა“ — ბრეგაძე სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებაზე
17:2020.03.23
-
17:0020.03.23
-
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს
16:4020.03.23
-
სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა
16:2020.03.23
-
სტუდენტების მღელვარება დაჰბრალდა ვითომ განათლების მინისტრს?! - იაგო ხვიჩია ჩხენკელზე
16:0020.03.23
-
15:3020.03.23
-
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზად არის
15:0020.03.23
-
მივმართავთ ჰააგის ტრიბუნალს, გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე - შალვა ნათელაშვილი
14:4020.03.23
-
შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
14:2020.03.23
-
14:0020.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
13:3020.03.23