პოლიტიკა
03.02.23 17:00
ევროკომისიის დადებითი ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, მაგრამ ქვეყნისთვის გამოწვევად და ვალდებულებად რჩება 12 პუნქტის შესრულება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ეს ეხება განსაკუთრებით დემოკრატიის, მედიათავისუფლების, პოლიტიკური მართლმსაჯულების მიმართულებით საკითხებს.
„ასოცირების შეთანხმების მიხედვით, პროგრესი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, 12 პუნქტის უარყოფა მოხდეს. დემოკრატიისა და რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულებისა და სასამართლოს სფეროში იყო შეშფოთების უპირველესი საგანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და, შესაბამისად, გარღვევა ამ მიმართულებით არ მომხდარა. ასევე დიდი ყურადღება აქვს დასათმობი იმ ფაქტს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების დიდი ნაწილი, მათ შორის უმრავლესობა პარლამენტში წარმოდგენილია ანტიდასავლური განცხადებებით. ეს განცხადებები ხშირ შემთხვევაში ეხმაურება იმ პროპაგანდას, რომელიც, მაგალითად, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ კრემლისგან, კერძოდ, ლავროვისგან. მესმის, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკომისიის შეფასება, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ არის კონკრეტული კრიტერიუმები რეფორმების კუთხით, რომელიც უნდა გააკეთოს და აღასრულოს საქართველომ, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.
ყველა სახელმწიფოს ჰქონდა თავისი ვალდებულებები. მათ შორის მათ, ვინც კანდიდატის სტატუსი მიიღეს – მოლდოვასა და უკრაინას. ასევე საქართველოს აქვს ვალდებულებები, რომლებიც წერილობით დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ. ეს არ არის ვალდებულებები, რომლებიც შეიძლება, სადმე აორთქლდეს ჰაერში და რეალურად საქართველო დარჩეს მხოლოდ ამ გზაზე, ვალდებულებების შესრულების გარეშე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:4024.03.23
-
18:0024.03.23
-
სომხეთი და თურქეთი – კრიზისული დიპლომატიის გაკვეთილები
17:4024.03.23
-
17:2024.03.23
-
ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს, ლოიკ ფოშონს შეხვდა
17:0024.03.23
-
ხატია დეკანოიძე: ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა არის დასრულებული
16:4024.03.23
-
16:2024.03.23
-
თაკო ჩარკვიანი - ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ, მე სიცრუეს ვისხლიტავ
16:0024.03.23
-
15:4024.03.23
-
15:2024.03.23
-
15:0024.03.23
-
14:4024.03.23
-
14:2024.03.23
-
14:0024.03.23
-
13:4024.03.23
-
„ოცნების“ 5 წევრს, მათ შორის, რუსულ კანონზე არახელმომწერებს, მანდატი შეუწყდათ
13:2024.03.23
-
13:0024.03.23
-
12:3024.03.23
-
ბერბოკმა ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა არასამთავრობოებთან გამართა
12:0024.03.23
-
დააპატიმრებენ თუ არა პუტინს სომხეთში და გაგზავნიან თუ არა ჰააგაში ?
11:4024.03.23
-
საქართველოს ანალენა ბერბოკი ეწვია
11:2024.03.23
-
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სასამართლო რეფორმა - ხავიერ კოლომინა
11:0024.03.23
-
დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგება
10:4024.03.23
-
10:2024.03.23
-
პარლამენტში ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
10:0024.03.23
-
გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
18:0023.03.23
-
17:4023.03.23
-
17:2023.03.23
-
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობაში ცვლილებებია
17:0023.03.23
-
პარლამენტი ხვალ გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს
16:4023.03.23
-
ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
16:2023.03.23
-
პრემიერ-მინისტრი APR Energy-ს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
16:0023.03.23
-
ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია აქვს – კობახიძე
15:4023.03.23
-
ცესკოს თავმჯდომარე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
15:2023.03.23
-
ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესზე ისაუბრა
15:0023.03.23
-
ვიქტორ დოლიძე - საქართველო რჩება ნატო-ს ერთ-ერთ ყველაზე უახლოეს პარტნიორად
14:3023.03.23