საზოგადოება

თურქეთში ქართველების დაშავებაზე შეტყობინება არ მიგვიღია – საგარეო

06.02.23 12:00


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსთვის ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს არ მიუმართავთ. ამის შესახებ სამინისტრომ “ნეტგაზეთს” განუცხადა 12:30 საათისთვის.

 

“ამ დროისთვის ანკარაში საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შესულა. საელჩოც და გენერალური საკონსულოც მუდმივ კონტაქტზე რჩებიან თურქეთის შესაბამის უწყებებთან”, – აღნიშნავს სამინისტრო.

 

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებას შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:


საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +905336903040; +905392208280


გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +905418184400


გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +905413262226


თურქეთისა და სირიის საზღვარზე წუხელ მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულია 300 ადამიანი. დაშავებულია ასობით, ბევრს კი ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში.

 

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები