პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად დაიშალა – საზოგადოებას ახლა მისთვის საინტერესო საკითხებზე ყურადღების კონცენტრირება სჭირდება

06.02.23 12:30


„ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად დაიშალა, რადგან ავე ადამიანებისგან შემდგარი ერთობა ეს ნამდვილად აღარ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საზოგადოებას ახლა მისთვის საინტერესო საკითხებზე ყურადღების კონცენტრირება სჭირდება და ხელისუფლებაც სწორედ ამით იქნება დაკავებული.

 

„რაც ნავარაუდევი იყო, ის შედეგია ზუსტად სახეზე. რასაც ვამბობდით, რომ ეს პარტია იშლება და რეალურად დაიშალა, რადგან იგივე ადამიანებისგან შემდგარი ერთობა ეს ნამდვილად აღარ არის. საზოგადოებას ახლა სჭირდება მისთვის საინტერესო საკითხებზე ყურადღების კონცენტრირება. ამით იქნება ხელისუფლებაც დაკავებული და არა იმ საკითხების ანალიზით, თუნდაც დაკვირვებით, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები