ირანი ხელოვნურ „ერთეროვნულობამდე“ მიჰყავთ

06.02.23 13:30


უახლესი ტენდენციებით თუ ვიმსჯელებთ, სომხეთი ახალი მსოფლიო წესრიგის არქიტექტორების მიერ განიხილება, როგორც პირველ რიგში, ექსკლუზიურად პროდასავლური ქვეყანა და მეორეც ტრანსევრაზიულ სატრანზიტო მარშრუტებზე „ხელოვნური უფსკრულის“ ფუნქციების შემსრულებელი. მათ სურთ გააგრძელონ სომხეთის გამოყენება, როგორც გეოპოლიტიკური საპირწონე თურქეთსა და მისკენ მიზიდულ სხვა სახელმწიფოებს.

 

თუმცა, სომხეთს აქვს მნიშვნელოვანი მინუსი - უკიდურესად დაბალი ეკონომიკური, დემოგრაფიული და სამხედრო პოტენციალი. ამიტომ, როგორც ჩანს, მეზობლებთან ომში მყოფი მონოეთნიკური სახელმწიფოს მოდელის გადატანა გადაწყდა ირანში. ქვეყანა სომხეთთან შედარებით გაცილებით მასშტაბურია, უფრო დასახლებული, ეკონომიკურად განვითარებული, მრავალეროვნული და ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს.

 

რაც დრო გადის, მით უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმისა, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან დგანან დასავლეთზე დაფუძნებული „სეკულარული“ სპარსი ნაციონალისტები, რომლებსაც სურთ ფეჰლევიანების დინასტიის დროში დაბრუნება. ამ დინასტიის პოლიტიკას შეგახსენებთ ახასიათებდა, როგორც „დასავლური“ ზნე-ჩვეულებების ზემოდან კარნახი, ისე აგრესიული სპარსული თუ „დიდი ირანული“ ნაციონალიზმი, რასაც თან ახლდა ირანში მცხოვრები თურქების, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანელების ჩაგვრა.

 

დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ ხოიში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის შემდეგ, დაზარალებულთა თანაგრძნობის ნაცვლად, საპროტესტო აქციის ორგანიზატორების ერთ-ერთმა საინფორმაციო რესურსმა, ტელეგრამის არხმა „ირანის პროტესტის ხმა“, ანტი-აზერბაიჯანული პუბლიკაციით გამოირჩეოდა: (https://t.me/c/1793489574/30978 ):

 

„...აზერბაიჯანის ხოიში, ნოემბერში, ხალხი სპარსულ ენაზე სკანდირებდა „ხოიდან ქურთისტანში, სიცოცხლეს დავდებ ირანისთვის“, „ხოიდან ქურთისტანში ჩვენ სიცოცხლეს გავწირავთ იზესთვის (ხუზესტანში)“. ირანის განადგურების მსურველთა სანუკვარი ოცნებები ოცნებებად დარჩება.

 

თქვენ მაინც ვერ ხვდებით რა არის „ირანი“. თქვენ გაქვთ მხოლოდ ერთი შანსი გაერთიანდეთ, როგორც თქვენ ამბობთ, „სამხრეთ“ აზერბაიჯანთან – და დაბრუნდეთ ირანში“.

 

ბუნებრივია, სომეხი ნაციონალისტები მაშინვე ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ ამ პუბლიკაციას და ერთ-ერთმა მათგანმა ერნესტ ვარდანიანმა დაწერა:

 

«თუ ვინმემ არ იცის, ეს არის აიათოლას რეჟიმის მოწინააღმდეგეების, საერო ირანის მომხრეების და შაჰის დაბრუნების არხი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აიათოლას მოწინააღმდეგეები ამავე დროს პანთურქისტების მოწინააღმდეგეები არიან, ამიტომ მათ, ვინც ბნელეთის მოციქულთა გარდაუვალი კრახის შემდეგ ირანისთის უფრო მსუყე ულუფის წართმევას ელის, ფუჭი იმედები აქვთ“..

 

ფეჰლევის აღდგენის მხარდამჭერებმა სწრაფად დაადასტურეს თავიანთი ნაციონალისტური განწყობები:

 

„პატივცემულმა ერნესტ ვარდანიანმა დაწერა ეს განმარტება (https://t.me/ErnestV_2020/36673) ჩემს პოსტზე ირანული პატრიოტული ლოზუნგების შესახებ (https://t.me/PrinceOfPersiaRu/3081) აზერბაიჯანის ქალაქ ხოიში და ჩემი განმარტებების შესახებაც. მინდოდა მეთქვა, რომ ეს სრული სიმართლეა. ირანის ტერიტორიული მთლიანობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენს ბრძოლაში. სწორედ იმის შიში, რომ დღევანდელი რეჟიმის პირობებში ამ მთლიანობის მნიშვნელობა შეიძლება დაირღვეს, გარდა ყველა პირადი მიზეზისა, არის ჩვენი ამბოხების საფუძველი.

 

თუ მომდევნო 2-3 წელიწადში არ გადავარჩინეთ ჩვენი ქვეყანა, მაშინ მისი ბედი ბუნდოვანი დარჩება და  შესაძლოა, ირანმა, როგორც ასეთმა არსებობა შეწყვიტოს.

 

საზოგადოების დაშლის ტენდენციის გაგრძელებით და ისლამური რესპუბლიკის მმართველობის შედეგად ცხოვრების პირობების გაუარესებით, სასაზღვრო ეთნიკურ რეგიონებში აუცილებლად გაიზრდება სეპარატისტული განწყობები. ამიტომ, ჩვენ საკუთარ თავს გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანასთან ერთად.

 

მეორე მხრივ, რასაც უცხოელი დამკვირვებლები ყურადღებას არ აქცევენ, არის ის, რომ ირანულმა ნაციონალიზმმა ჩამოყალიბება დაიწყო ევროპაში ერების გაჩენამდე და ჩამოყალიბებამდე რამდენიმე ასეული წლით ადრე. მაშასადამე, ევროპულ მეცნიერებას არ ესმის, რომ არსებობს ირანული ეროვნება და რასაც ევროპელები „ირანულ ეროვნებებს“ უწოდებენ - ირანელებისთვის მხოლოდ ეთნიკურობაა.

 

  ანუ ნებისმიერი ირანელი - არა ირანის მოქალაქის გაგებით, არამედ ეროვნული თვითგამორკვევის გაგებით - ჯერ ირანელია, შემდეგ კი სპარსი, აზერბაიჯანელი, ქურთი, ლური, აჰვაზი, ბელოჩი და ასე შემდეგ. ევროპელებისთვის ირანი მრავალეროვნული ქვეყანაა. ირანელებისთვის ეს არის ერთეროვნული სახელმწიფო მდიდარი ეთნიკური შემადგენლობით.

 

ვიმეორებ, ირანელი ეროვნებაა. სუბიექტური შეფასებით და სხვადასხვა პროცესზე დაკვირვებით, მიმაჩნია, რომ ეს ასეა ირანის მცხოვრებთა 80%-სათვის. დარჩენილი 20%-ისთვის ეთნიკური იდენტობა პრიორიტეტულია და ზოგიერთი მათგანი სეპარატიზმის მხარდამჭერია, მაგრამ ამას ფედერალიზმის იდეებით ნიღბავს, ან ღიად აცხადებს სეპარატიზმს.

 

ამ ყველაფრის გარდა, კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ირანის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და დიდი მხარდაჭერა არ აქვს ისლამური რესპუბლიკის მტრებს შორის, არის ირანის ბალკანიზაციის შესაძლებლობა.

 

სპარსელებისა და ირანის სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის შედარებით მკაფიო ეთნიკური საზღვრებია, მაგრამ ეს სხვა ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთში შერეულია და არ არსებობს მკაფიო გამიჯვნა. დასავლეთ აზერბაიჯანში ეს ეთნიკური საზღვრები აზერბაიჯანელებს, ქურთებსა და სომხებს შორის გადის თითქმის ქუჩებზე, სახლებსა და ლამის საწოლებზეც. ასევე სხვა ეთნიკური ჯგუფების შეხების ადგილებზეც. ანუ თუ ირანი უეცრად დაინგრევა, სპარსელები უბრალოდ იოლად გაიქცევიან და აუცილებლად წარმოიქმნება სისხლიანი ომები ქვეყნის სხვა ხალხებს შორის მათი ეროვნული სახელმწიფოების საზღვრების გამო.

 

პრობლემას ისიც გაამწვავებს, რომ ვერცერთი მათგანი ვერ მოითხოვს რაიმე კონკრეტულ ტერიტორიას, რადგან 3000 წელია ერთ საზღვრებში ვცხოვრობთ და ხალხების შერევა იმდენად ღრმად მოხდა, რომ ყველა ყოველთვის ყველგან იყო.

 

აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ადეკვატური ადამიანი, რომელიც ზრუნავს ამ რაიონებში მცხოვრები ხალხის კეთილდღეობაზე და შესაძლო გენოციდის თავიდან ასაცილებლად, დაიცავს ირანის ტერიტორიულ მთლიანობას“.

 

თვით სიტყვა „გენოციდი“ მიგვანიშნებს, რომ ირანში ფეჰლევიანების დინასტიის „საერო“ ხელისუფლების მომხრეები თავიანთ პოლიტიკას სომხურ ლობთან კოორდინირებენ.  თუ ახალ სეკულარულ ირანს ჰყავს ასეთი "სომეხი მეგობრები" და თუ ისინი გვთავაზობენ, თუ როგორ უნდა წარმართონ შიდა პოლიტიკა, ამან შეიძლება სერიოზული ძვრები გამოიწვიოს.

 

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები თავად აღიარებენ, რომ ეს არის "პრევენციული" პროტესტი. თეირანში რეჟიმის შემდგომმა კრიზისმა შეიძლება მართლაც გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ აიათოლაების იმედგაცრუების ფონზე, იგივე ირანის აზერბაიჯანელებს და მრავალეროვნული ქვეყნის სხვა ხალხებს ახსოვთ თავიანთი ეროვნული იდენტობა. უფრო მეტიც, ირანელ აზერბაიჯანელებს სულ უფრო და უფრო ნაკლებად აწყობთ თეირანის რეჟიმის ანტითურქული და ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკა, ასევე ერევნისა და „არცახის“ სეპარატისტების მხარდაჭერა.

 

თუმცა, თუ ხელისუფლებაში მოვლენ ერთეროვნული „სეკულარული“ ირანის შექმნის იდეით შეპყრობილნი, მაშინ მართლაც, ირანის მთლიანობა საფრთხეშია. ისინი ხომ არ მალავენ, რომ აპირებენ გააუქმონ ის, რაც სულ მცირე, აერთიანებს დღეს ირანის სხვადასხვა ხალხებს - მუსულმანურ, შიიტურ რელიგიურ იდენტობას.

 

ასეთ პირობებში არარეალურია მონოეთნიკური ქვეყნის „შეკვრა“ „სეკულარული“ სპარსული ნაციონალიზმის საფუძველზე, მის საფუძველზე „ერთიანი ირანელი ერის“ დამკვიდრება. თუმცა, როგორც ჩანს, რევოლუციონერებს შეუძლიათ ამის გაკეთება ძალით, ტერორით და რეპრესიებით, ხელოვნურად განახორციელონ არასპარსული მოსახლეობის "დაჩქარებული" ასიმილაცია და ეროვნული ენებისა და კულტურების მოსპობა (ამას აკეთებდა ფეჰლევიანების დინასტია 1979 წლამდე). ეს კარგს არაფერს  მოუტანს ირანის ამჟამინდელი ისლამური რესპუბლიკის ხალხს.

 

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები