პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი - დაიგეგმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი და დამატებითი თანხები გამოიყო, რათა 2023 წელს დაიწყოს ურბანული განახლებისა და გაუმჯობესების პროექტი

06.02.23 15:30


დაიგეგმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი და დამატებითი თანხები გამოიყო, რათა 2023 წელს დაიწყოს ურბანული განახლებისა და გაუმჯობესების პროექტი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროექტისთვის შერჩეულია ისეთი ადგილები, რომელთაც განსაკუთრებული მიმზიდველობა და პოპულარობა უკვე გააჩნიათ როგორც ადგილობრივ ტურისტებში, ისე ჩვენი ქვეყნის ვიზიტორებში.

 

„გასულ წელს ერთი მხრივ, ახალი ტურისტული ლოკაციების საპრივატიზაციო შესაძლებლობები განვსაზღვრეთ, ხოლო მეორე მხრივ, უკვე პოპულარული ადგილების ვიზუალის გაუმჯობესებასა და განახლების პროექტები შევაფასეთ. ამის ფარგლებში დაიგეგმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, მათ დამატებითი თანხები გამოეყოთ, რათა 2023 წელს დაიწყოს ურბანული განახლებისა და გაუმჯობესების პროექტი. უფრო დეტალურ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიმდინარე დღეებში გაავრცელებს. სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია - შერჩეულია ისეთი ადგილები, რომელთაც განსაკუთრებული მიმზიდველობა და პოპულარობა უკვე გააჩნიათ როგორც ადგილობრივ ტურისტებში, ისე ჩვენი ქვეყნის უცხოელ ვიზიტორებში, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ არეალებში ვიზუალი, გარემო, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს და ეს ყველაფერი აისახოს ადგილობრივი მოსახლეობის სიკეთეზე. გაუმჯობესებული ვიზუალი მიმზიდველობას საინვესტიციო კუთხით გაზრდის, რათა ეკონომიკური აქტივობა გაიზარდოს. ამასთან, მეტი სტუმარი ეყოლება ასეთ ადგილებს. ეს ცნობილი ადგილებია - ჩვენი ქვეყნის ძირითადი ქალაქები, ცენტრალური ადგილები, რომლებიც ბოლო წლებში გაუმჯობესდა, მაგრამ აქ სრულფასოვან განახლებაზე არის საუბარი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები