პოლიტიკა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება

07.02.23 10:40


დღეს საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს. საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, მთავარი განსახილველი საკითხები კვლავ ევროპის რეკომენდაციების სრულყოფა იქნება.

 

პარლამენტმა ომბუდსმენი უნდა დაამტკიცოს. გარდა ამისა, საქართველო, ვენეციის კომისიისგან სასამართლოსა და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე დასკვნას ელოდება.

 

ცნობილია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ დასკვნა 10-11 მარტს მომზადდება, რის შემდეგაც, საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს მესამე მოსმენით მიიღებს. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატებს ანგარიშს წარუდგენს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები