პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მოგებად თვლიან, როცა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაძლებლობაა

07.02.23 16:20


ეკონომიკური კვლევაში, რომელიც ეკონომიკის სფეროს ექსპერტებმა უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ საქართველოს იმ სანქციებზე (რომლის ნაწილით საქართველო არის ევროკავშირთან და დასავლეთთან ერთად) დამატებით რომ შემოეღო ორმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ექნებოდა, საშუალოდ, 10%-იანი ეკონომიკური შემცირება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ ასეთი ორმხრივი სანქციები დაეწესებინა.

 

„ამას თუ დავუმატებთ ეკონომიკურ ზრდას, რაც საქართველოს ჰქონდა, გამოდის, რომ საქართველოს დღეს ექნებოდა ეკონომიკის 21%-იანი დანაკარგი. 21%-იანი დანაკარგი არათუ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვისაა ძალიან სერიოზული დანაკარგი და ეს პირდაპირ შექმნიდა დესტაბილიზაციის საფრთხეს და ზუსტად ეს არის ამ რადიკალური ოპოზიციის სასურველი მოგება. ანუ ისინი მოგებად თვლიან, როცა ქვეყანაში არის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა. დანარჩენი ყველაფერი, რაც ხდება და რასაც ახლა ამბობენ, რომ თითქოს ტოვებენ პარლამენტს და თან ვერ ტოვებენ, არის ამ დიდი სურათის ნაწილი და ამისთვის სჭირდებოდათ ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციაც“,- განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისი თქმით, საქართველო არის ძირითადი სანქციების ნაწილი, რაც ევროპამ და დასავლეთმა დააწესა, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა დამატებით ორმხრივ სანქციებს, რომელიც საქართველოს რაიმეთი დახმარების საშუალებასაც მოუსპობდა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები