პოლიტიკა

უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება და გადასცეს უკრაინას

07.02.23 16:40


საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, მისი უფლებების დაცვის გარანტია უნდა უზრუნველყოს და გადასცეს უკრაინას, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვას.

 

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც უარყო მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმის შესახებ. მან ასევე უარი თქვა მოქალაქის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, მისი უფლებების დაცვის გარანტია უნდა უზრუნველყოს და გადასცეს უკრაინას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვას, რომელიც უნდა გათავისუფლდეს“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები