პოლიტიკა

ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი ლინკოლნ მიტჩელი მიხეილ სააკაშვილის საკითხს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება

08.02.23 10:40


დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი ქართულ ციხეში არ მოკვდება, – ამის შესახებ ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

ამასთან, ლინკოლნ მიტჩელი წერს, რომ ის, რაც ყოველდღიურად ხდება ამერიკის კარცერალურ სახელმწიფოში, ბევრად დიდი დანაშაულია, ვიდრე ის, რასაც სააკაშვილი იტანს.

 

„დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ ციხეში არ მოკვდება. ეს იქნებოდა ადამიანური ტრაგედია და, პოლიტიკური პერსპექტივით, შეიძლება დააჩქაროს არასტაბილურობა საქართველოში. თუმცა, ნებისმიერი ამერიკელი, რომელიც გულმოდგინედ უკითხავს ლექციებს თბილისს ამის შესახებ ისე, რომ ხმამაღლა არ ილაპარაკოს ძალადობის, სისასტიკისა და საშინელებების წინააღმდეგ, რაც აშშ-შია გამეფებული, არ შეიძლება და არ უნდა იყოს სერიოზულად აღქმული. ეს საკუთარ კრიტიკულ მდგომარეობაზე კრიტიკითვე პასუხის გაცემააა. ის, რაც ყოველდღიურად ხდება ამერიკის კარცერალურ სახელმწიფოში, ბევრად დიდი დანაშაულია, ვიდრე ის, რასაც სააკაშვილი იტანს. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა კარგად უმკლავდება ამას. არა“, – წერს ლინკოლნ მიტჩელი.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები