პოლიტიკა
08.02.23 11:00
ჩვენ რასაც ვცდილობთ, არის ის, რომ ე.წ. პატარა პარტიები რაც შეიძლება უფრო მეტად იყვნენ ჩართული ამ საკითხებში. პოლიტიკა, რა თქმა უნდა, არის კონკურენცია და პარტიებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მოხდება წახალისება ერთმანეთის და ზედმეტად ხელშეწყობა, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ იმის საჭიროებას, რომ არსებობდეს გარკვეული მრავალფეროვნება საკითხების, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციას აიძულებს იმ თემებზე საუბრით შემოიფარგლოს, რომელიც აინტერესებს მას და არა საზოგადოებას. მისი თქმით, პატარა პარტიებმა უნდა შეძლონ, რომ ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ, რაც პოლიტიკურ სპექტრში მრავალფეროვან გარემოს შექმნის.
,,ხანდახან ჩემი თავისთვისაც შემიტყვია და ვატყობ ჩვენს ოპონენტებსაც და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომ როდესაც ამ ერთ-ორ თემას მოვიტოვებთ გვერდზე და ვსაუბრობთ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, დიდი ინტერესი არის ხოლმე ამ თემებზე საუბრის. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ნაციონალურ მოძრაობას, ვინაიდან აქვს ფინანსური რესურსი, მედია რესურსი, აქვს შესაძლებლობა, რომ თემების გარკვეული დომინირება მოახდინოს ოპოზიციურ ფლანგზე და ამ საკითხებს ვინც გაცდება, შესაბამისად, მასზე ჰქონდეს ზეგავლენის ბერკეტი. კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ეს კომფორტია, რომ ჩვენ გვყავს ისეთი სუსტი მოწინააღმდეგე, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა. სუსტი არის თავისი წარსულის გამო, თვისი აწმყოს და იმ მომავლის ხედვის გამო, რომელიც აქვს და ნებისმიერ ამ ორთაბრძოლაში ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, არის უფრო ძლიერი და ეს შეიძლება გარკვეულ კომფორტს ჩვენ გვიქმნიდეს, მაგრამ შექმნან დისკომფორტი პატარა პარტიებმა. ყოველ ჯერზე, რატომ ხვდებიან ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ,” - განაცხადა პაპუაშვილმა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24