პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: მე ნამდვილად ვერ შევალ იმის ვარაუდში, თუ რა განზრახვა აქვს პრეზიდენტს და რისთვის ემხადება ან განცხადებით

08.02.23 15:00


მე ნამდვილად ვერ შევალ იმის ვარაუდში, თუ რა განზრახვა აქვს პრეზიდენტს და რისთვის ემხადება ან განცხადებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

„ჩემი და ყველას აზრით, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გამამტყუნებელი განაჩენები, რომლებიც სააკაშვილის წინააღმდეგ არის მიღებული და შესაბისად, ის სამართლიანად იხდის სასჯელს. ეს არის რეალობა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განმარტა, თუ რატომ არ იწყალებს მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს. პრეზიდენტის განცხადებით, ყველამ უნდა დაამთავროს ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის შელახვა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები