ანალიტიკა
13.02.23 18:30
ოკუპანტებმა და სეპარატისტულმა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს იპოვეს გზა გვერდი, რომ აევლოთ სეპარატისტული „კანონის“ დებულებებისათვის, რომელიც კრძალავს აფხაზეთში უძრავი ქონების მიყიდვას სეპარატისტული „მოქალაქეობის“ არმქონე პირებზე. საუბარია სეპარატისტული „პარლამენტის“ მიერ „აპარტ-სასტუმროების და ბინების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“ კანონის მოსალოდნელ მიღებაზე. ეს საშუალებას მისცემს მათ, ვისაც თავდაპირველად არანაირი კავშირი არ ჰქონდა აფხაზეთთან, იქ კანონიერად ფლობდნენ უძრავ ქონებას და დასახლდნენ სრულიად ლეგალურად.
ეს ბევრად გაამარტივებს აფხაზეთის არააფხაზი ეროვნების პირებით დასახლების და მის „ზღვისპირა სომხეთად“ გადაქცევის პროცესს, სადაც თავად აფხაზები უკვე უმნიშვნელო უმცირესობად იქცევიან (როგორც იეზიდები ამჟამინდელ სომხეთის რესპუბლიკაში). მეტიც, მიგრანტებს, რომელთაგან ბევრს უკვე აქვს ორმაგი მოქალაქეობა (რუსეთის და სომხეთის), ჩუქებითაც არაფერში სჭირდებათ სეპარატისტული კვაზისახელმწიფოებრივი სუბიექტის დამატებითი „მოქალაქეობა“.
იმის გაცნობიერებით, რომ ბინების შესახებ კანონის გამო „აფხაზები აფხაზეთში შეიძლება სწრაფად გადავიდნენ უმნიშვნელო უმცირესობაში“, აფხაზი პატრიოტები ცდილობენ გააპროტესტონ თავიანთი მიწის გაყიდვა „ბინების“ საშუალებით. აფხაზური ტელეგრამის არხები უკვე წერენ, რომ კანონის ძალაში შესვლიდან მალევე, აფხაზეთის ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში საუკეთესო შემთხვევაში 100 კაცზე 2-3 აფხაზი თუ მოვა. თუმცა, როგორც ჩანს, სეპარატიზმის სპონსორებმა ამჯერად გადაწყვიტეს, რაც შეიძლება მალე გაეჭრათ ეს ხვრელი აფხაზეთის მასობრივი შემოსახლებისთვის.
„ბინების შესახებ“ კანონის მიღების აუცილებლობის დასაბუთებით, სეპარატისტმა „აფხაზეთის პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთს არ შეუძლია საკუთარი პრობლემების გადაჭრა და რუსეთის ფინანსური დახმარების იმედი უკრაინაში ომიდან გამომდინარე, არ უნდა ჰქონდეთ. ამასთან, მისი თქმით, „რუსული ბიზნესი“ საინვესტიციო შესაძლებლობებს რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ ეძებს. კანონის მოწინააღმდეგეების შიშის გასაფანტად ასლან ბჟანიამ განაცხადა:
„მიწები რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ბინების ფლობის უფლება არ წარმოშობს მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვას. ბინების მფლობელს არ ექნება შესაძლებლობა და უფლება მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. შეიქმნა მექანიზმები, რათა გამოირიცხოს ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი პირების მიერ ბინების შეძენის შესაძლებლობა. აუცილებელია შეიცვალოს ქვეყნის იმიჯი ღრმად გამჯდარი „აფხაზეთი ღარიბი ტურისტის საზაფხულო დასვენების ადგილიდან“ „აფხაზეთი მდიდარი ტურისტის მთელი წლის დასვენების ადგილია“-ზე. ბინების თავისებურება მდგომარეობს იმაშიც, რომ ისინი დაკავებული იქნება შუასეზონურად, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.”
შედეგად, „ტურისტები“ სამუდამოდ დასახლდებიან აფხაზეთში და ფესვებსაც გაიდგამენ. ბუნებრივია, ეთნიკურ ქართველს სეპარატისტულ ტერიტორიაზე დასახლების უფლებაც კი „ბინების შესახებ კანონით“ არ ექნება. ქართველები ხომ სეპარატისტული „სახელმწიფოსთვის“ „საფრთხის შემცველად“ არიან წარმოდგენილი.
სამაგიეროდ, კიდევ უფრო აქტიურად დასახლდებიან "უძველესი ხალხის" წარმომადგენლები. განსაკუთრებით „არცახიდან“, რომლის სეპარატისტული პროექტი საბოლოოდ განწირულია და რომელიც მოსკოვიდან ყარაბაღში სპეციალურად გაგზავნილმა რუბენ ვარდანიანმაც კი ვერ „გააცოცხლა“. მეტიც, „ბინების შესახებ“ კანონის წყალობით, ახალმოსახლე სომხებს აღარ მოუწევთ ფულის დახარჯვა სეპარატისტული „მოქალაქეობის“ შესაძენად. ისე, მათ საერთოდ არ სჭირდებათ „აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა“, ამისთვის არიან ეთნიკური სომხები, რომლებსაც უკვე აქვთ სეპარატისტული „მოქალაქეობა“ და ხმათა უმრავლესობაც მათ ეკუთვნით.
ამავდროულად, „ბინების შესახებ“ „კანონის“ თანახმად, ახალ მფლობელთა მიერ მოროდიორთა 1992-1993 წლებში განდევნილი ქართველი მოსახლეობისგან "ნაალაფევ" სახლებში შესვლა შეუძლიათ „დააკანონონ“. სავარაუდოდ, დასაწყისისთვის ამ საცხოვრებლებს შგადაიყვანენ "არასაცხოვრებელი" უძრავი ქონების კატეგორიაში, როგორც "დანგრეული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი", შემდეგ კი შეაკეთებენ ან გადააკეთებენ "ინვესტორების" ხარჯზე და გაყიდიან "ბინებად" ახალ მფლობელებზე. ამგვარად, ქართველ დევნილებს უკანონოდ ჩამოერთმევათ კანონიერი საცხოვრებლის უფლება.
გიორგი კვინიტაძე
წაკითხულია : 469
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24