ანალიტიკა

ანის ხიდი სომხურ-თურქული შერიგებისა და სამხრეთ კავკასიის მომავლის სიმბოლოა

17.02.23 10:00


სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურის მეორე ვიზიტი თურქეთში ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე წლის წინ ფანტასტიკის სფეროდ აღიქმებოდა. როდესაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი თურქეთში გასული წლის მარტში შედგა ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, ეს შეფასდა, როგორც გარღვევა ორმხრივ ურთიერთობებში.

პარალელურად გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების, არარატ მირზოიანისა და მევლუთ ჩავუშოღლუს პირველი ორმხრივი შეხვედრა. არარატ მირზოიანი წელსაც არის მიწვეული თურქეთში დიპლომატიურ ფორუმზე,  ეს მისი მესამე ვიზიტი იქნება.

 

კატასტროფულმა მიწისძვრამ თურქეთში, რომელმაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აიძულა ერევნის გონიერი პოლიტიკოსები დაევიწყებინათ „ისტორიული წყენა“, თუნდაც ცოტა ხნით. თავად ის ფაქტი, რომ სომხეთმა საკუთარი ნაციონალისტების საწინააღმდეგოდ, გადაწყვიტა მეზობელ ქვეყანაში გაეგზავნა დახმარება და მაშველები, ბევრს მეტყველებს. ხოლო 2023 წლის 15 თებერვალს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელიც მეორედ ჩავიდა თურქეთში და კიდევ ერთხელ შეხვდა თავის თურქ კოლეგას. სომხეთის დელეგაცია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით ასევე ეწვია სტიქიის შედეგად ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ თურქულ ქალაქ ადიამანს, სადაც 2023 წლის 7 თებერვლიდან სომეხი მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ახორციელებენ.

 

  ანკარაში შეხვედრის შემდეგ სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრესისთვის განცხადებები გააკეთეს. არარატ მირზოიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეებმა „ერთობლივი ძალისხმევით შეძლეს შეთანხმებულიყვნენ ანის ხიდის შეკეთებაზე (X-XI საუკუნეების ისტორიული ნაგებობა მდინარის საზღვარზე, ხიდის ნაწილი სომხეთშია, ნაწილი თურქეთში, ასევე იმაზე, რომ საზღვრის სრულ გახსნამდე იზრუნონ შესაბამის ინფრასტრუქტურაზე“.

 

მეტად სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ანის ხიდი თურქეთისა და სომხეთის ერთობლივი ძალისხმევით გარემონტდება. ფაქტია, რომ თურქეთის აღმოსავლეთით მდებარე უძველესი ქალაქი ანი (უფრო სწორად, კატასტროფული მიწისძვრების შემდეგ გადარჩენილი მისი ნაშთები) მოიცავს სამი მეზობელი ხალხის - თურქების, ქართველების და სომხების კულტურულ მემკვიდრეობას. აქ მდებარეობს ქართული ეკლესიები, თურქული მეჩეთები და სასახლეები, ასევე სომხური ეკლესიები, რომლებსაც თურქეთის მთავრობა ეტაპობრივად აღადგენს. ანის ხიდი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის სიმბოლო გახდება.

 

არარატ მირზოიანმა სიმბოლური უწოდა იმას, რომ 11 თებერვალს სომხეთ-თურქეთის საზღვარი, რომელიც 30 წელი იყო დაკეტილი, გაიხსნა სომხური სატვირთო მანქანებისთვის, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარებით თურქეთის ქალაქ ადიამანისკენ მიემართებოდნენ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც სომხეთ-თურქეთის საზღვრის განბლოკვა უკვე დაიწყო, რეგიონში საკვანძო ტრანსსასაზღვრო მარშრუტი, რომლის განბლოკვაც უახლოეს მომავალში დასჭირდება, ზანგეზურის დერეფანი უნდა იყოს. მეტიც, არსებობს იმედი, რომ უახლოეს დღეებში დადგება მისი სწრაფი განბლოკვის საკითხი.

 

ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 18-19 თებერვალს მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც იქნება. ამ კონფერენციიდან ბევრი ელის ახალ მნიშვნელოვან პროგრესს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგებაში, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებასა და კომუნიკაციების განბლოკვაში.

 

სიმბოლურია ისიც, რომ ამ დღეებში პროგრესი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, ერთი მხრივ  სომხეთს შორის, მეორე მხრივ, რუსეთის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, რომლისთვისაც უფრო აქტუალურია სხვა საკითხები, კერძოდ, ომი უკრაინაში. აქ რუსეთის ფედერაცია საფუძვლიანად არის ჩაფლული. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კრემლის მხრიდან სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით არ უნდა ველოდოთ გაცილებით უფრო უსიამოვნო სიურპრიზებს. უკვე ცნობილია, რომ 2023 წლის 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით მიმართავს რუსეთის ფედერაციის ფედერალურ ასამბლეას, ხოლო მეორე დღეს სოხუმიდან და ცხინვალიდან სეპარატისტთა მარიონეტებს მოსკოვში გაიწვევს.

 

ზოგიერთი პოლიტოლოგი თვლის, რომ კრემლს არ უთქვამს უარი უკრაინის მიმართულებით კატასტროფული მარცხების ანაზღაურების იდეაზე სამხრეთ კავკასიისკენ „ნეოიმპერიული“ ექსპანსიით. არაერთი წყაროდან მიღებული ინფორმაციით, იგეგმება ახალი აგრესიის განხორციელების გეგმები საქართველოს წინააღმდეგ, რათა გაარღვიოს „სამხედრო დერეფანი“ სომხეთამდე და ამავდროულად სომხეთში ძალაუფლება პრორუსი რევანშისტებით ჩანაცვლდეს. საბოლოო მიზანია, რუსეთის სამხედრო ძალების დახმარებით, „არცახის“ სეპარატისტებთან ერთად, ერთგვარ სსრკ-2-ში ჩართვა. თუმცა, ასეთი გეგმები რომც არსებობდეს, იმის მიხედვით, თუ როგორ მისდის კრემლს საქმე უკრაინის ომში, რუსეთის ფედერაციას ახლა უბრალოდ ძალა არ აქვს  ასეთი ავანტიურისთვის.

 

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები