ანალიტიკა

თურქული მარწყვი ე.წ. "ბლოკადაში მოქცეულ არცახში“ და ნახიჩევანის 34 წლიანი ბლოკადა, განადგურებული 8 ანკლავური აზერბაიჯანული სოფელი

24.02.23 11:40


დღითი დღე სომხური მედია და ქსელური რესურსები აწარმოებენ „არცახელი“ სომხების ე.წ. „ბლოკადისა და გენოციდის ქრონიკას“. „ბლოკადის 30-50-70 დღე! მშიერი მოსახლეობა! მომაკვდავი ავადმყოფი ბავშვები“ და სხვა გულისამაჩუყებელი მხატვრული ლიტერატურა რეგულარულად მეორდება მსოფლიო საზოგადოებისთვის გულის ასაჩუყებლად. ეს იმისდა მიუხედავად, რომ ლაჩინის გზაზე ყოველდღიურად 40-მდე სატვირთო მანქანა საკვებითა და სხვა ჰუმანიტარული საქონლით გადის.

 

საქმე პარადოქსულ სკანდალამდე მიდის - ცოტა ხნის წინ წინდახედულმა სომეხმა „პატრიოტებმა“ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონის ერთ-ერთ ბაზარზე თურქული მარწყვი იპოვეს „მოშიმშილე ბლოკადაში მოქცეულ არცახში". სოციალურ ქსელებში დაიწყო დევნა "უჭკუო" ბიზნესმენებისა, რომლებიც ბედავენ "მტრის კენკრის" გაყიდვას. მოგვიანებით სკანდალი ჩაცხრა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ზუსტად ისეთივე თურქული მარწყვი ჩვეულებრივ იყიდება სომხეთის რესპუბლიკაში.

 

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და სამხრეთ კავკასიაში ზოგადად ზამთარი და მარწყვი ძვირადღირებული ეგზოტიკური პროდუქტია. განსაკუთრებით იმპორტული მარწყვი.  თუ ასეთი პროდუქტი თავისუფლად მიეწოდება და თავისუფლად იყიდება „ჩაკეტილ და მოშიმშილე“ არცახში, გამოდის, რომ ამ სეზონზე სხვა ნაკლებად ეგზოტიკურ და უბრალო საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით სირთულეები  არ არსებობს. ბოლოს და ბოლოს, ზამთარში ახალი მარწყვი მართლაც მშიერი ადამიანისთვის უკანასკნელი საფიქრალია. მშიერს არ სცალია ფუფუნებისა და დელიკატესებისთვის, პური და უბრალო ყოველდღიური საჭმელი სჭირდება.  თუ „გენოციდის ზღვარზე მყოფი“ და „შიმშილისგან დაოსებულ არცახში“ ბაზარში მარწყვი იყიდება, მაშინ ადგილი არც „გენოციდს“ და არც „საშინელი ბლოკადას“ ქონია. გარდა ამისა, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია უპრობლემოდ მიეწოდება ყარაბაღის სომხებით დასახლებულ ქალაქებსა და სოფლებს რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში.

 

მეორე მხრივ, სომეხი ნაციონალისტები, რომლებიც მთელი მსოფლიოს გასაგონად დრტვინავენ „არცახის ბლოკადის“ შესახებ, რატომღაც ავიწყდებათ, რომ სომხეთი აგრძელებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ბლოკადას, რაც 34 წელია აფერხებს მის კომუნიკაციას აზერბაიჯანის მთავარ ტერიტორიაზე. ამ ხნის განმავლობაში სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არც ერთი ავტომობილი არ გასულა (იმ ათობით სატვირთო მანქანისგან განსხვავებით, რომლითაც აზერბაიჯანი ყოველდღიურად გადის სომხეთიდან თავისი ტერიტორიით  თავის ქალაქებსა და სოფლებში ყარაბაღში, რომელიც სომხებით არის დასახლებული). მიუხედავად იმისა, რომ ზანგეზურით ნახიჩევანამდე გზების განბლოკვა ლაჩინის გზის ფუნქციონირების ერთ-ერთი პირობა იყო.

 

თუ ზოგადად „სიმეტრიულ ზომებს“ განვიხილავთ, მაშინ როგორც აზერბაიჯანი მშვიდად უშვებს თავის ტერიტორიაზე უპირატესად სომხებით დასახლებულ ქალაქებსა და სოფლების არსებობას და ამ ადამიანებს თავის მოქალაქეებად თვლის, ასევე სომხეთის რესპუბლიკას, თეორიულად, უნდა მიეცა თავისი მოქალაქეობა იმ აზერბაიჯანელებისთვის, რომლებიც დაიბადნენ მის ტერიტორიაზე და შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ მშობლიურ ადგილებში.

 

მაგრამ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ დარჩენილა არც ერთი აზერბაიჯანელებით დასახლებული ქალაქი ან სოფელი, ასეთები კი იყო ათობით და ასობით, მთელ რეგიონებში ძირითადად აზერბაიჯანული მოსახლეობა იყო. სომხეთში რატომღაც არავინ აყენებს დევნილთა მშობლიური ადგილების დაბრუნების და ასევე აზერბაიჯანიდან ამ ტერიტორიების უწყვეტი მიწოდების საკითხს. მათ შორის, ვინც „არცახის ბლოკადაზე“ ყვირის.

 

სომხეთმა განახორციელა არა მხოლოდ ეთნიკური წმენდა და აზერბაიჯანული მოსახლეობის ტოტალური განდევნა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ღაზახის რეგიონის შვიდი სოფელი (სოფულუ, ბარხუდარლი, ბაგანის აირიმი, გიზილხაჯილი, იუხარი ასკიფარა, აშაგი ასკიფარა და ხაირიმლი), რომელიც მათ შორის აზერბაიჯანის ორ ანკლავში შედის და ერთი ასევე ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის კარკის ანკლავური სოფელი, სომხების მიერ არის ოკუპირებული 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

 

ამ სოფლებიდან გააძევეს მთელი აზერბაიჯანული მოსახლეობა, უკანასკნელი ადამიანის ჩათვლით. სხვათა შორის, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული აზერბაიჯანული ტერიტორია. სომხეთი, ყველა საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, ვალდებულია ამ სოფლების აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის  უზრუნველყოს კომუნიკაცია აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასთან თავისი ტერიტორიის გავლით. მაგრამ ეს რატომღაც არ ახსოვთ მათ, ვინც „არცახის ბლოკადაზე“ ყვირის.

 

საინტერესოა, რომ წინასწარი შეთანხმება ამ ანკლავური სოფლების დეოკუპაციის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბრის საღამოს 44-დღიანი ომის შედეგების შემდეგ შედგა. ვარაუდობდნენ, რომ ღაზახის რეგიონის ანკლავური სოფლები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდოდა დაახლოებით 2020 წლის ნოემბრის ბოლოს  ქალბაჯართან, აღდამთან და ყარაბაღის სხვა რაიონებთან ერთად.

 

თუმცა, სომხურმა მხარემ ითხოვა „გაგებით მოკიდებოდნენ“ სომხეთის შიდა განწყობებს, რადგან ამ სოფლების გადაცემა და მათთან წვდომის განბლოკვა ომის შემდეგ დაუყოვნებლივ აღიქმებოდა სომეხი რევანშისტების მიერ, როგორც ცალსახა დამარცხება და "ხელისუფლების ღალატი". ამას შეეძლო გამოეწვია ფაშინიანის დამხობა. ანკლავური სოფლების დეოკუპაციისა და აქ ლტოლვილების დაბრუნების გადადება სომხეთმა მოითხოვა მანამ, სანამ არ განიბლოკებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციები (მათ შორის, ზანგეზურის დერეფანი).

 

იმ დროს აზერბაიჯანმა ფაშინიანის თხოვნა გაითვალისწინა. წინასწარი შეთანხმებით, გადაწყდა, რომ ანკლავური სოფლების აზერბაიჯანისთვის დაბრუნების პროცესი სატრანსპორტო და საკომუნიკაციო გზების სრული განბლოკვისა და ღაზახ-იჯევანი სარკინიგზო ხაზის გახსნის განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო.

 

შედეგად, როდესაც 2020 წლის 10 ნოემბერს, დილით, რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სამმხრივი სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანს, რუსეთსა და სომხეთს შორის, მისი შინაარსი განსხვავდებოდა საღამოს გამოქვეყნებული შეთანხმების პროექტის თავდაპირველი ტექსტისგან. 2020 წლის 9 ნოემბრის რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის სომხური ვერსიის ვებგვერდზე. უპირველეს ყოვლისა, ტექსტიდან გაქრა აზერბაიჯანში ღაზახის რეგიონის ანკლავური ტერიტორიების უპირობო და სწრაფი დაბრუნების საკითხი.

 

მას შემდეგ თითქმის 2 წელიწად-ნახევარი გავიდა და სომხეთი არც კი ფიქრობს შეასრულოს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ღაზახის რაიონის სოფლებისა და სოფელ კარკის დეოკუპაციის ვალდებულება. ასევე ზანგეზურის დერეფნის გახსნა და ნახიჩევანის ბლოკადის დასრულება.

 

 

გრიგოლ გიორგაძე

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები