ანალიტიკა

ირანი თანახმაა იყოს სომხეთის „სამხედრო ზურგი“ და თანახმაა დაჭრილ სომეხ სამხედროებს უმკურნალოს

02.03.23 10:20


მას შემდეგ, რაც სომხეთის ოფიციალური მოკავშირე CSTO-ში, რუსეთი, რომელიც ჩაფლულია უკრაინის ომში, იძულებულია შეზღუდოს თავისი ყოფნა სამხრეთ კავკასიაში და სამხედრო დახმარება ერევნისთვის, მის ადგილს სწრაფად იკავებს სომეხი ნაციონალისტების ახალი იმედი - ირანის ისლამური რესპუბლიკა. ჯერჯერობით, ერევანი და თეირანი ცდილობენ ოფიციალურად არ ისაუბრონ პირდაპირ სამხედრო ალიანსზე, მაგრამ უკვე იდგმება ნაბიჯები ისეთი სრულფასოვანი სამხედრო ალიანსის შესაქმნელად, სადაც ირანი იტვირთებს სომხეთის დაცვას ისევე, როგორც ამას ადრე რუსეთი აკეთებდა.

 

ამრიგად, 2023 წლის თებერვლის ბოლოს სომხეთში ჩავიდა დელეგაცია ირანის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის სეიედ სულათ მორთაზავის ხელმძღვანელობით. დელეგატები სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნარეკ მკრტჩიანმა მიიღო. მორთაზავის თქმით, თეირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის სოციალური დაცვის სფეროში ძალისხმევის კოორდინაციას.

 

შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება შშმ პირთათვის დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრების შექმნის, პენსიების, სამუშაო და დასაქმების, სოციალური უზრუნველყოფის და ა.შ. სფეროებში გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობაზე. ირანის ჯანდაცვის მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა პროფესიული მხარდაჭერის გაწევაზე და „საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკის“ გაზიარებაზე, სამხედრო მედიცინის ჩათვლით.

 

თუმცა, რაც მთავარია, სეიედ სულათ მორთაზავმა სომეხ სამხედროებსა და 2020 წლის 44-დღიანი ომის დროს დაჭრილ ინვალიდებს შესთავაზა რეაბილიტაცია ირანში. ის, რომ ეს სომეხი ინვალიდები აგრესორებად და უცხო ტერიტორიის ოკუპანტებად იქცნენ, საიდანაც სომხეთმა 1 მილიონზე მეტი მუსლიმი განდევნა, აშკარად არ აწუხებს ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრს.

 

იმავდროულად, აზერბაიჯანის, აზერბაიჯანელი სამხედროებისა და ინვალიდებისთვის, ყარაბაღის განმათავისუფლებელი ომის დროს დაჭრილებისთვის, ირანს არ შეუთავაზებია და არც ეხლა სთავაზობს მკურნალობას ან რეაბილიტაციას. მან არ შესთავაზა მკურნალობა და რეაბილიტაცია სომხური აგრესიის და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთ, მათ შორის ხოჯალის გენოციდს გადარჩენილ ადამიანებს.

 

თეირანს ძალიან უყვართ ამაო საუბარი  „ისლამურ სოლიდარობაზე“. უფრო მეტიც, ფორმალურად, ირანი „პატივს სცემს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“ და 44-დღიანი ომის შედეგების შემდეგ, ფარისევლურად „მიულოცა“ აზერბაიჯანს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მაგრამ ის იმათ მკურნალობას აპირებს, ვინც ახლახან ხელჰყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა.

 

ირანის ჯანდაცვის მინისტრის წინადადება დაჭრილი სომეხი დამპყრობლების მათ ქვეყანაში მკურნალობასთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ ირანი მზადაა გახდეს სომხეთის „სამხედრო ზურგი“. თანაც, აშკარა გათვლა აქვს მოავალ ომებში ჩართვაზე. სომეხი რევანშისტები ხომ არ მალავენ აზერბაიჯანისგან ყარაბაღის დაბრუნების განზრახვას.

 

ამ დროს კი, დაჭრილების მკურნალობა სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რაც უზრუნველყოფს მის „სამხედრო ზურგს“. სხვათა შორის, რუსეთსაც კი, ფაქტობრივად არ გაუწევია ასეთი დახმარება CSTO-ში თავისი მოკავშირისათვის, ირანი კი მზად არის ამისთვის.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის სახელმწიფო ღარიბია და მას არ შეუძლია ბიუჯეტიდან გამოყოს საჭირო თანხები დაჭრილთა და ინვალიდთა სამკურნალოდ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. განსაკუთრებით სომხური მედიცინის უკიდურესად დაბალი დონის გათვალისწინებით. ყოველივე ამის შემდეგ, არავისთვისაა საიდუმლო, რომ თავად სომხებს ნამდვილად არ სურთ თავიანთი სომეხი ექიმების მიერ გაწეული მკურნალობა, რადგან კარგად უწყიან მათი საეჭვო „პროფესიონალიზმისა“ და გადაჭარბებული სიხარბის შესახებ.

 

ის ფაქტი, რომ ირანი მზადაა ყარაბაღში აზერბაიჯანის განმათავისუფლებელი ომის დროს დაჭრილი სომეხი ოკუპანტების სამკურნალოდ, იმაზე მეტყველებს, რომ ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, ის მზადაა აიღოს ეს „სამედიცინო სამხედრო ტვირთი“. და არა მარტო სამედიცინო. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ ირანი მზად არის მიაწოდოს სომხეთს იარაღი და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC) მზად არის იბრძოლოს სომხური ინტერესებისთვის.

 

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები