ანალიტიკა
03.03.23 13:00
არდაკავშირების მოძრაობა და მისი იდეები სამართლიანი მსოფლიო მშვიდობის დამყარების შესახებ უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე და ეს კიდევ უფრო აშკარა გახდა გასული წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ სწორედ უკრაინის ნატოს ბლოკში გაწევრიანების „სურვილი“ და რუსეთის მხრიდან ამგვარი პერსპექტივების მკვეთრი უარყოფა გახდა რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სამხედრო შეჭრის მიზეზი 2022 წლის 24 თებერვალს.
წელიწადზე მეტი გავიდა და უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ნატოს ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას დახმარებას უწევენ, ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ომის შეჩერებას.
მეორე მხრივ, ზოგიერთი ძალა ცდილობდა ნატოს „დაპირისპირებული“ CSTO ბლოკის არსებობა აგრესიისთვის და პროსაბჭოთა სივრცეში საზღვრების გადასაჭრელად გამოეყენებინა. ეს, აშკარად სურდა სომხეთის ხელისუფლებას, რომელიც თავისი პროვოკაციებით ცდილობდა რუსეთის ფედერაციის, როგორც „CSTO-ში მოკავშირის“ აზერბაიჯანთან კონფლიქტში ჩათრევას.
დღეს ქვეყნების სამხედრო ბლოკებად დაყოფა და ამ უკანასკნელთა დაპირისპირება სერიოზული გამოწვევაა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ამის გამო ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება, სამწუხაროდ ვერ ხერხდება დაპირისპირების, კონფლიქტებისა და ომების გარეშე.
ეს დასკვნა ასევე შეიძლება გამოვიტანოთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2023 წლის 2 მარტს ბაქოში COVID-19-თან საბრძოლველად არდაკავშირების მოძრაობის საკონტაქტო ჯგუფის სამიტზე გამოსვლიდან:
„ახალი მსოფლიო წესრიგი გარდასახვის პროცესშია. ახლა მთელი მსოფლიოა მოწმე ყველაზე სერიოზული დაპირისპირებისა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ცივი ომის დასრულების შემდეგ, რასაც შესაბამისი შედეგები მოჰყვება დანარჩენი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
სამხედრო ბლოკებს შორის მზარდი დაპირისპირების პირობებში, სწორედ არდაკავშირების მოძრაობა შეიძლება გახდეს მსოფლიოს სამხედრო ალიანსებად დაყოფის რეალური ალტერნატივა. მას შეუძლია წვლილი შეიტანოს ახალი სტაბილური და უსაფრთხო სამყაროს მშენებლობაში, ომებისა და სამხედრო დაპირისპირების გარეშე, ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მათ ზომასა და ეკონომიკურ პოტენციალზე.
შემთხვევითი არ არის, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ: „არდაკავშირების მოძრაობამ, როგორც გაერო-ს შემდეგ სიდიდით მეორე საერთაშორისო ინსტიტუტმა, უნდა ითამაშოს უფრო თვალსაჩინო და ეფექტური როლი საერთაშორისო ასპარეზზე და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ტრანსფორმაციაში. ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ…”
თუმცა, კოლონიური სისტემის რეციდივები და ყოფილი კოლონიური იმპერიების უსაფუძვლო პრეტენზიები აფერხებს ახალი უსაფრთხო სამყაროს მშენებლობას, ქმნის რა ცხელ წერტილებსა და დაძაბულობის კერებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. აქ ილჰამ ალიევი იძულებული გახდა ეხსენებინა საფრანგეთის დესტრუქციული პოლიტიკა, რომელიც დღემდე ინახავს თავისი კოლონიური იმპერიის ნარჩენებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვხედავთ მზარდ ტენდენციას ნეოკოლონიალიზმისკენ. დეკოლონიზაციის ისტორიული პროცესის შედეგად აღმოცენებულმა არდაკავშირების მოძრაობამ უნდა გააერთიანოს თავისი ძალისხმევა კაცობრიობის ისტორიაში ამ სამარცხვინო ფურცლის სრულად გადასახვევად.
...არდაკავშირების მოძრაობა ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს კომორის ქვეყნების კავშირის უდავო სუვერენიტეტს კუნძულ მაიოტაზე, რომელიც ჯერ კიდევ საფრანგეთის კოლონიური მმართველობის ქვეშ იმყოფება. როგორც ასახულია არდაკავშირების მოძრაობის დამფუძნებელ დოკუმენტებში, ჩვენ მოვუწოდებთ საფრანგეთის მთავრობას პატივი სცეს ახალი კალედონიის ხალხის და სხვა ხალხების უფლებებს საფრანგეთის საზღვარგარეთის თემებსა და ტერიტორიებზე. საფრანგეთის მიერ მართული ტერიტორიები, რომლებსაც ევროპის გარეთ საფრანგეთი მართვს, ფრანგული კოლონიური იმპერიის მახინჯი ნარჩენების. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საფრანგეთს, ბოდიში მოიხადოს და აღიაროს პასუხისმგებლობა აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სხვა ქვეყნებში არდაკავშირების მოძრაობის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სისხლისმღვრელ კოლონიალურ დანაშაულებზე და გენოციდის აქტებზე“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
სამწუხაროდ, საფრანგეთი არა მხოლოდ არ ფიქრობს დამოუკიდებლობის მინიჭებაზე თავისი ყოფილი კოლონიებისთვის ევროპის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს საკვანძო რეგიონებში, არამედ ცდილობს კონფლიქტების გაღვივებას იქ, სადაც მისი კოლონიები არასდროს არსებობდა. მრავალი თვალსაზრისით, საფრანგეთის მხარდაჭერამ შთააგონა სომეხი ნაციონალისტები, მოეთხოვათ აზერბაიჯანული ყარაბაღის „მიაცუმი“ (სომხეთის შეერთება) და აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია.
ყარაბაღის სომხური ოკუპაციის წლების განმავლობაში, საფრანგეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებდა კონფლიქტის გასაყინად. სამწუხაროდ, დღეს საფრანგეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩაშალოს სამშვიდობო პროცესი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მხარს უჭერს სომეხ რევანშისტებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და კომუნიკაციების განბლოკვის საფუძველზე.
გიორგი კვინიტაძე
წაკითხულია : 478
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24