ანალიტიკა

სეპარატისტები-ვაჭრობის თემაა. სომხეთი 1915 წელს, სოხუმი, ცხინვალი - დღეს

08.03.23 16:00


რა ბედი ეწიათ სომხებს ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს და რა ბოროტებას წარმოადგენს სეპარატიზმი და როგორ მიჰყავთ სეპარატიზმში ჩაძირული მანიპულირებული ხალხი, საბოლოოდ კატასტროფამდე, მწერალმა პუბლიცისტმა და ფილოსოფოსმა მიხაილ ტევოსიანმა ძალიან ნათლად აღწერა. მან ოსმალეთის იმპერიაში სომხების სეპარატიზმს შეადარა პოსტსაბჭოთა სივრცეში, კერძოდ სეპარატიზმი უკრაინულ დონბასში.

 

 

„... ჯერ უნდა გავიგოთ, რა ხდებოდა. მოვიყვან უახლოესი წარსულის მაგალითს 2014 წელს დონეცკში. რა მოხდა დონეცკში? დონეცკში რუსულმა სპეცსამსახურებმა იარაღი ჩამოიტანეს და ფული მოიტანეს. ურიგო არ იქნებოდა, სურკოვისთვის (იმ დროს სეპარატისტული პროექტების კურატორს, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში - რედ.) გვეკითხა, რა თანხა და რამდენი იარაღი მიიტანეს დონეცკში და დაურიგეს, იცით, ასეთ მარგინალებს, პლებსს... და რა მოხდა მერე? დონეცკის შიგნით ლუგანსკში უბრალოდ შიში გამეფდა. რატომ? იმიტომ, რომ ვიღაცამ იარაღი მოიტანა, ვიღაცამ ფული მოიტანა ამ კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირების მიზნით, ანუ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც ორგანიზებული იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ...“

 

”... ეს პროვოცირებულ იქნა ცარისტული სპეცსამსახურების მიერ, რათა შეექმნათ ეს სეპარატისტული მოძრაობა ოსმალეთის იმპერიის შიგნით ... ეს არის ვანის ველი, რომელიც უნდა აჯანყებულიყო, აქ, როდესაც ეს მოხდა და შემდეგ პირისპირ შეატოვეს ახალგაზრდა თურქებს ... ამით უნდა მიეღწიათ მათ ცემას, განადგურებას და მას შემდეგ, რაც ყველა მათგანს დაასუსტებდნენ, დაეკავებინათ ვანის ველი, შემდეგ კი ამის სანაცვლოდ ოსმალეთის იმპერიიდან ბოსფორი და დარდანელი მოეთხოვათ. ”

 

ეს ნიშნავს, რომ სომეხი დაშნაკი ნაციონალისტები ოსმალეთის იმპერიისა ღალატითა და სეპარატიზმით, იმთავითვე "გარიგების ნაწილი" იყო. რუსეთს არ სჭირდებოდა ტბა ვანის ტერიტორია, ზღვაზე წვდომის გარეშე. ისინი ადვილად გაცვლიდნენ მას ბოსფორსა და დარდანელში - სამხედრო კომპანიის მთავარ მიზანში "თურქული მიმართულებით".

 

ისე, სომხებს მაინც მოუწევდათ "თურქებთან მარტო გამკლავება". ამასთან, სეპარატისტები ძირითადად დეპორტირებულნი იყვნენ და 1915 წლის დეპორტაციის დროს სომეხთა დიდი უმრავლესობა გადარჩა და დასახლდა უპრობლემოდ მთელს მსოფლიოში. გასაგები უნდა იყოს, რომ 1915 წლის დასაწყისში, როდესაც ომი ახალი გაჩაღებული იყო, ფრონტებზე ჯარისკაცების მასობრივი სიკვდილი ჯერ კიდევ არ ყოფილა, ხოლო თურქებს არ ჰქონდათ სიძულვილი სომხების მიმართ, ან თუნდაც განსაკუთრებული აღშფოთება მათ ღალატზე.

 

ეს ყველაფერი სხვა სეპარატისტებსაც უნდა ახსოვდეთ. მათ შორის აბხაზეთსა და სამაჩაბლოში. ისინი ეხლაც შიშით კანკალებენ, შიშობენ, რომ ერთი მხრივ, რუსეთის მარცხისა და დეოკუპაციის გამო და მეორეს მხრივ ეშინიათ, რომ რუსეთმა კრიტიკულ სიტუაციაში ისინი "გარიგების ნაწილად" არ აქციოს საქართველოს საკუთარ მხარეს გადმოსაბირებლად. ნებისმიერ შემთხვევაში, სეპარატისტებს მოუწევთ "გადაიხადონ ვალი" და ნებისმიერ შემთხვევაში სეპარატიზმი დიდ ხანს ვერ გასტანს. 

 

რაც შეეხება სომეხ ნაციონალისტებს, სამწუხაროდ მათ ვერ გააცნობიერეს, რომ ისინი უბრალოდ გამოიყენეს. ამის საპირისპიროდ, 1915 წლის მოვლენების საფუძველზე შეიქმნა ნამდვილი „მსხვერპლის კულტი“, რომელზეც მიხაილ ტევოსიანი ძალიან კარგად საუბრობს:

 

”100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხდება მსხვერპლშეწირვის კულტის კულტივირება სომეხი ხალხის მიერ თავად მათსავე წიაღში.   ამ მსხვერპლშეწირვამ შობა სიგიჟე და ეს სიგიჟე არ აძლევს ხალხს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას. 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მათ არ შეეძლოთ ნორმალურად ცხოვრება. იმის გამო, რომ მსხვერპლშეწირვის ამ კულტურამ სიგიჟემდე მიიყვანა მთელი ხალხი ”.

 

 

გიორგი კვინიტაძე

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები