პოლიტიკა
15.03.23 10:40
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ესტონეთის პრეზიდენტთან, ალარ კარისთან სატელეფონო საუბარს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
„ესტონეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ალარ კარისმა დაადასტურა საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა. გზის, რომელიც ისტორიულად ქართველმა ხალხმა აირჩია“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებაც.
„ქართველმა ხალხმა აირჩია საკუთარი გზა და ის ევროპისკენ მიდის. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე. სატელეფონო საუბარში საქართველოს პრეზიდენტს ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა 12 პრიორიტეტულ რეფორმაზე, რომელიც ევროკომისიამ წარმოადგინა“, – წერს ალარ კარისი „ტვიტერის“ გვერდზე.
საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის შესახებ წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც.
„განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად. დავარწმუნეთ ის, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის ძალისხმევას. ლიეტუვა მზადაა, დაეხმაროს საქართველოს აუცილებელი რეფორმების გზაზე“, – წერს გიტანას ნაუსედა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა
17:4021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
17:2021.03.23
-
მაკა ბოჭორიშვილი: ბევრი რამ შეიძლება დააბრალოთ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა რუსობა
17:0021.03.23
-
16:4021.03.23
-
ირანს ითრევენ სამხრეთ კავკასიის ომში, რომელიც დასრულდება თავად ირანის სრული დაშლით
16:2021.03.23
-
შეწყვიტეთ ამ კანონზე საუბარი, თორემ უარეს მიიღებთ - ჩარკვიანი „ოცნებას“
16:0021.03.23
-
15:3021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი: პარტნიორების ხმა, მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში საინტერესო
15:0021.03.23
-
14:2021.03.23
-
შალვა პაპუაშვილმა თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
14:0021.03.23
-
13:4021.03.23
-
13:2021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა
13:0021.03.23
-
12:4021.03.23
-
12:2021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს იწყებს
12:0021.03.23
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის უახლესი გლობალური სისტემა ამოქმედდა
11:4021.03.23
-
11:2021.03.23
-
პარლამენტის ალყაში მოქცევა მარტო ჩემი კი არა, ოპოზიციის საერთო გეგმა იყო - გიორგი ვაშაძე
11:0021.03.23
-
10:4021.03.23
-
10:2021.03.23
-
10:0021.03.23
-
ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0020.03.23
-
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენს
17:4020.03.23
-
„განცხადება არ შემოსულა“ — ბრეგაძე სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებაზე
17:2020.03.23
-
17:0020.03.23
-
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს
16:4020.03.23
-
სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა
16:2020.03.23
-
სტუდენტების მღელვარება დაჰბრალდა ვითომ განათლების მინისტრს?! - იაგო ხვიჩია ჩხენკელზე
16:0020.03.23
-
15:3020.03.23
-
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზად არის
15:0020.03.23
-
მივმართავთ ჰააგის ტრიბუნალს, გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე - შალვა ნათელაშვილი
14:4020.03.23
-
შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
14:2020.03.23
-
14:0020.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
13:3020.03.23